გალილეოს კოსმოსური აპარატი შექმნილი იყო რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მიერ, რომლის მართვასაც კოსმოსში NASA-სთვის გალილეოს პროგრამის ფარგლებში, თვითონვე ახორციელებდა. ძრავის მოდული მოწოდებული იყო დასავლეთ გერმანიის კომპანიი Messerschmitt-Bölkow-Blohm მიერ, ხოლო Hughes Aircraft Company მიერ შექმნილ ატმოსფერულ ზონდს მართავდა NASA-ს Ames Research Center. გაშვებისას ორბიტერისა და ზონდის საერთო მასა იყო 2562 კგ, ხოლო სიმაღლე — 6.15 მ.
გალილეო განზრახ განადგურდა იუპიტერის ატმოსფეროში 2003 წლის 21 სექტემბერს. იუპიტერზე
გაგზავნილი შემდეგი ორბიტალური აპარატი იყო იუნონა, რომელმაც პლანეტას 2016 წლის 5 ივლისს მიაღწია.