გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის საგანგებო რიგგარეშე სესია — გაეროს გენერალური ასამბლეის დაუგეგმავი შეხვედრა კონკრეტულ საკითხზე გადაუდებელი რეკომენდაციების მისაღებად. ასეთი რეკომენდაციები შეიძლება მოიცავდეს კოლექტიური ზომებს და შეიარაღებული ძალის გამოყენებას, როდესაც ეს აუცილებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შესანარჩუნებლად ან აღდგენისთვის, ასეთი საჭიროება დგება მშვიდობის დარღვევის ან აგრესიის აქტის შემთხვევაში, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭო ვერ ახორციელებს თავის პასუხისმგებლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნების მხრივ მისი მუდმივი წევრების ერთსულოვნების ნაკლებობის გამო.
გაეროს წესდების მეხუთე თავის მიხედვით, უშიშროების საბჭოს, როგორც წესი, ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნება. თუმცა, 1950 წლის 3 ნოემბერს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 377 (გაერთიანება მშვიდობისთვის), რომლითაც გააფართოვა თავისი უფლებამოსილება განიხილოს ის თემები, რომლებიც ადრე მხოლოდ უშიშროების საბჭოსთვის კომპეტენციაში იყო. რეზოლუციის თანახმად, თუ უშიშროების საბჭო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხზე ერთსულოვნების არარსებობის გამო, გენერალურ ასამბლეას შეუძლია 24 საათის განმავლობაში გამართოს საგანგებო სესია იმავე საკითხის განსახილველად.[1][2][3][4]
საგანგებო რიგგარეშე სესიის მექანიზმი[5] შეიქმნა 1950 წელს გენერალური ასამბლეის მიერ მისი „გაერთიანება მშვიდობისთვის“ რეზოლუციის მიღებით, რომელმაც აუცილებელი ცვლილებები შეიტანა ასამბლეის რეგლამენტში.[6] რეზოლუციაში ასევე ნათქვამია:
... თუ უშიშროების საბჭო, მუდმივი წევრების ერთსულოვნების არარსებობის გამო, ვერ ახორციელებს თავის ძირითად პასუხისმგებლობას საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნებასთან დაკავშირებით ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ჩანს, რომ საფრთხე ემუქრება მშვიდობას, მშვიდობის ირღვევა ან აგრესიის აქტი, გენერალური ასამბლეა დაუყოვნებლივ განიხილავს საკითხს, რათა წევრებს მიაწოდოს შესაბამისი რეკომენდაციები კოლექტიური ზომების შესახებ, მათ შორის მშვიდობის დარღვევის ან აგრესიის აქტის შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შენარჩუნებასა და აღდგენისთვის. თუ იმ დროს არ არის სესიაზე, გენერალური ასამბლეა შეიძლება შეიკრიბოს საგანგებო რიგგარეშე სესიაზე მისი მოთხოვნიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში. ასეთი გადაუდებელი საგანგებო სესია დაინიშნება თუ ამას მოითხოვს უშიშროების საბჭო შვიდი წევრის კენჭისყრით ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობით ...
საგანგებო სესიები იშვიათია, ფაქტი გამოიხატება იმით, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ თერთმეტი ასეთი სესია ყოფილა. გარდა ამისა, საგანგებო სესიების უმეტესობა ტარდება ერთ სხდომაზე, გარდა მე-7, მე-10 და მე-11 სესიებისა, რომლებიც ხელახლა მოიწვიეს, შესაბამისად, ოთხჯერ, ჩვიდმეტჯერ და ცხრამეტჯერ.[7]
პროცედურა
საგანგებო რიგგარეშე სესიის მოწვევის წესი გათვალისწინებულია გენერალური ასამბლეის რეგლამენტით. საგანგებო სესიებთან დაკავშირებული წესები შემდეგია (შესწორებულია 1991 წლის რეზოლუციით, რომელმაც საჭირო უმრავლესობა გაზრდა 7-დან 9-მდე):[8]
- წესი 8(ბ) – მოწვევა უშიშროების საბჭოს ან წევრების მოთხოვნით
- საგანგებო რიიგარეშე სესიები შეიძლება მოიწვიოს უშიშროების საბჭომ ცხრა წევრის ხმით ან გაეროს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობით. ეს სესიები უნდა მოიწვიონ ნებისმიერი კენჭისყრიდან 24 საათის განმავლობაში.
- წესი 9(ბ) – წევრების მოთხოვნა
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს უფლებას აძლევს გენერალურ მდივანს მოითხოვოს საგანგებო სპეციალური სესიის მოწვევა.
- წესი 10 – სხდომის შეტყობინება
- მოთხოვს გენერალურ მდივანს აცნობოს წევრ სახელმწიფოებს, სულ მცირე, 12 საათით ადრე, საგანგებო სპეციალური სესიის გახსნის შესახებ, რომელიც მოწვეულია მე-8 (ბ) წესის შესაბამისად.
- წესი 16 – დღის წესრიგი
- აცხადებს, რომ საგანგებო რიგგარეშე სესიის დროებითი დღის წესრიგი მიეწოდება წევრ სახელმწიფოებს სესიის მოწვევის შეტყობინების პარალელურად.
- წესი 19 – დამატებითი ელემენტები
- საგანგებო რიგგარეშე სესიაზე დღის წესრიგს დამატებითი განსახილველი საკითხები შეიძლება დაემატოს დამსწრე წევრთა ორი მესამედის უმრავლესობით.
- წესი 20 – განმარტებითი მემორანდუმი
- მოითხოვს დღის წესრიგში შესატანად შემოთავაზებულ ნებისმიერ საკითხს თან ახლდეს განმარტებითი მემორანდუმი.
სესიები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ გაეროს წესება, მუხლი 20
- ↑ Ruder, Nicole; Nakano, Kenji; Aeschlimann, Johann (2017) The GA Handbook: A practical guide to the United Nations General Assembly, 2nd, New York: Permanent Mission of Switzerland to the United Nations, გვ. 14–15. ISBN 978-0-615-49660-3.
- ↑ Ruder, Nicole; Nakano, Kenji; Aeschlimann, Johann (2017) The GA Handbook: A practical guide to the United Nations General Assembly, 2nd, New York: Permanent Mission of Switzerland to the United Nations, გვ. 14–15. ISBN 978-0-615-49660-3.
- ↑ Wesel, Reinhard (2010). A Concise Encyclopedia of the United Nations, 2nd, Leiden: Martinus Nijhoff, გვ. 189–90. ISBN 9789004180048. დაარქივებული 2020-02-25 საიტზე Wayback Machine.
- ↑ UNGA Emergency Special Sessions. UN.org. ციტირების თარიღი: 28 February 2022
- ↑ Rules of Procedure of the General Assembly. UN.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 დეკემბერი 2021. ციტირების თარიღი: 14 April 2022
- ↑ Emergency special sessions. United Nations (n.d.). ციტირების თარიღი: 24 February 2020
- ↑ გაეროს გენერალური ასამბლეის დოკუმენტი 520/Rev.18. გენერალური ასამბლეის რეგლამენტი 520/Rev.18.