გაბრიელ ჩხეიძე

გაბრიელ ეგორის ძე ჩხეიძე, XVII–XVIII საუკუნეების ქართველი მწიგნობარი, მთარგმნელი. მოღვაწეობდა მოსკოვში. თავის თავს „იმერეთის, არჩილის, ვახტანგის შვილის, სახლში გაზრდილსა და დაბერებულს“ უწოდებდა. არჩილ II-ის, ვახტანგ VI-ისა და არჩილის ასულის, დარეჯანის დავალებით გაბრიელ ჩხეიძეს რუსულიდან უთარგმნია „დაუჯდომელი“, დიმიტრი როსტოველის „წვერთა პარსვათათვის“, ესაია კოპინსკის „კიბე სულიერი“, კვინტუს რუფუს კურციუსის „საქმენი ალექსანდრე მაკედონელისა“, თეოფანე პროკოპოვიჩის „პირველი სასწავლო ყრმათა“ და სხვა.

ლიტერატურა