ბუდაპეშტის ქუჩა — ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში (ვეძისი, საბურთალო); გურამ ფანჯიკიძის ქუჩიდან ივანე ბერიტაშვილის ქუჩამდე. ყოფილი ლისის ქუჩის მონაკვეთი. ადრე ერქვა ტბის, შემდეგ — ლისის ქუჩა, XX საუკუნის 70-იან წლებში კი ბუდაპეშტის ქუჩა დაერქვა. იწყებოდა პეკინის ქუჩიდან. 1998 წელს ადრინდელი ბუდაპეშტის ქუჩის I მონაკვეთს გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ეწოდა.
ლიტერატურა