ბრაგა (პორტ.Braga) — ქალაქი ბრაგის მუნიციპალიტეტში, ჩრდილოეთ-დასავლეთ პორტუგალიაში. არის ბრაგის ოლქის ცენტრი. ქვეყნის უძველესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი. ბრაგა არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქალაქი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოსახლეობის მიხედვით (175,063) ბრაგა (შემოგარენის ჩათვლით) არის მეშვიდე მუნიციპალიტეტი პორტუგალიაში. ბრაგის შემადგენლობაშ შედის 62 "საწმყსო". ბრაგა ასევე არის დიდი პორტუს ცენტრი და ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ურბანული არეა ევროკავშირის მასშტაბით. რომის იმპერიის მმართველობის დროს ის იყო გალეციის პროვინციის ცენტრი. ურბანული ტერიტორია მოიცავს მდინარების კავადოსა და ესტს ხეობებს. პორტოსა და ლისაბონის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლები ემსახურება. პორტო დაშორებულია დაახლოებით 53 კილომეტრით. ქალაქის მერი არის ფრანცისკო სოარეს მესკვიტა მაჩადო, პორტუგალიის სოციალისტური პარტიის წევრი.
ისტორია
ანტიკური
ბრაგის რეგიონი პრეისტორიული ხანიდან იყო დასახლებული. რკინის ხანაში ბრაკარის ტომებმა მოახდინეს ამ ტერიტორიის ოკუპაცია, მათ შექმნეს მათთვის დამახასიათებელი ფორტიფიკაციული ნაგებობები და სოფლები. ძველმა რომაელებმა ტერიტორიის დაპყრობა დაიწყეს ძვ. წ. 136 წელს და იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსის დროს დაახლოებით ძვ. წ. 29 წელს ქალაქი „ბრაკარა ავგუსტა“ დააარსეს, როგორც ახალი რომაული ტერიტორიების ადმინისტრაციული ცენტრი.
XVI საუკუნეში ბრაგას არ უნახია არანაირი სარგებელი დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისაგან. მან წარმატება მოუტანა ისეთ ქალაქებს როგორიცაა ლისაბონი, ევორა და კოიმბრა. სიტუაცია შეცვალა არქიეპისკოპოს დიეგო დე სუიზამ, რომელმაც რამდენიმე ურბანული პროექტი დააფინანსა. მათ შორის: ქუჩების გადიდება, სკვერების შექმნა, საავადმყოფოების და ახალი ეკლესიების დაფუძნება. ასევე განაახლა კათდრალიც, თანამედროვე მანუელინოს სტილზე. დიეგო დე სუიზამ შუა საუკუნეების დასახლებული პუნქტი აქცია რენესანსის ქალაქად. მრავალი მის მიერ გატარებული ამ ცვლილებებიდან დღემდე შემორჩენილია ქალაქში.
XX საუკუნეში ბრაგა მოექცა დიდი დემოგრაფიული და ურბანული წნეხის ქვეშ, ქალაქის ინფრასტრუქტურას თანამედროვე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ძირეული ცვლილებების გატარება დასჭირდა.
ღირსშესანიშნაობები
ბრაგაში და მის შემოგარენში უამრავი ისტორიული მონუმენტია.
ისტორიული ქალაქი (centro)
ეკლესიები
ბრაგის კათედრალი (პორტ.Sé de Braga), XII-XVIII საუკუნეები): მდიდრული არქიტექტურული და მხატვრული გაფორმებით.