ბოუ (ინგლ. Bow Lake) — პატარა მყინვარული ტბა კანადაში, ალბერტის პროვინციის დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს მდინარე ბოუზე, კანადის კლდოვან მთებში, ზღვის დონიდან 1 920 მეტრზე. ტბა მდებარეობს ბოუს მწვერვალის სამხრეთით, უაპუტიკის ქედის აღმოსავლეთით, დოლომიტის უღელტეხილის, დოლომიტისა და ცირკის მწვერვალების დასავლეთით.
ბოუს ტბა ერთ-ერთია ბანფისა და ჯასპერის ეროვნული პარკების ტბებს შორის.[1] ფართობი შეადგენს 3,21 კმ²-ს.
სქოლიო