ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი

ბორჯომის პარკი

ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი“ ბორჯომის მინერალური წყლების პარკი — XIX საუკუნის საბაღე-საპარკო ხელოვნების და ლანდშაფტური არქიტექტურის ძეგლი საქართველოში, ქალაქ ბორჯომში. მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

პარკი მოიცავს მდინარე ბორჯომულას ღრმა და ვიწრო ხეობას, რომელიც იწყება მდინარის ქვემო წელზე, გრძელდება მდინარის დინების გაყოლებაზე 3 კმ-ზე და მთავრდება გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყაროს აბაზანებით. ბუნებრივი ტყის საფარით დაფარული ვიწრო გზა, მდინარის ხან მარჯვენა ხან მარცხენა მხარეს მიდის და ერთმანეთთან დაკავშირებულია ხიდების საშუალებით.

პარკში შემორჩენილია სხვადასხვა პერიოდში აშენებული ისტორიული წყაროების ნაგებობები, ბორჯომის წყლის ჩამოსასხმელი შენობა და ჰიდროელექტროსადგური. პარკის ტერიტორიაზე დგას XXI საუკუნის შენობები: კინოთეატრი, კაფეები, საპირფარეშოები, ხიდები და ატრაქციონები.

მინერალური წყაროები

პარკის ჩამოყალიბება უკავშირდება მინერალური წყლის წყაროების აღმოჩენას უკავშირდება. 1842 წელს ევგენი გოლოვინის ბრძანებით გაიჩეხა წყაროებთან მისასვლელი ტყე, გაკეთდა გზები, აშენდა რამდენიმე ხის სახლი, შეკეთდა ძველი და დაიდგა ახალი აბაზანები. ერთ მინერალურ წყაროს ეწოდა ეკატერინეს, ხოლო მეორეს ევგენის სახელები. 1853 წელს მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით მდინარე ბორჯომულას ჯებირებით გამაგრებასთან ერთად, მოეწყო მინერალური წყლების პარკი, ეკატერინეს წყარო მოპირკეთდა თლილი ქვითა და აგურით, გადაიხურა, გაკეთდა ხის იატაკი და მოაჯირები. წყაროსთან მოეწყო ხის სააბაზანო შენობა. სააბაზანო შენობა აშენდა ევგენის წყაროსთანაც. 1891 წელს ეკატერინეს წყაროზე სამთო ინჟინრის ა. კონშინის ხელმძღვანელობით განხორციელდა საპატაჟო სამუშაოები, რომლის შედეგადაც წყაროს დებეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ სამუშაოების დროს აქვე აღმოჩნდა უხეშად გათლილი ქვის აბაზანების ნაშთები, რომლებზე არსებული დანალექი მასის საფუძველზე პ. ვინოგრადოვ-ნიკიტინმა დაადგინა, რომ ეს აბაზანები ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისს განეკუთვნებოდა.

თერმული წყარო

გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყარო პარკის ბოლოში მდებარეობს. მათი გამოყენების მიზნით მიხეილ რომანოვის დროს მოეწყო მცირე აუზი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მის ადგილას კი ორი დიდი ზომის ახალი აუზია გაკეთებული.

ხიდები

მდინარეზე 5 რკინის ხიდი იქნა გადებული, რის გამოც, პარკის მთავარ ხეივანს „ხუთი ხიდის ხეივანი“ ეწოდა. ხეივანი მეხუთე ,,კუზიან“ ხიდთან სრულდებოდა. ეს ხიდი დღეს აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც გოგირდწყალბადიანი მინერალური თერმული წყაროს აუზი მოეწყო, 1881 წლისთვის ბორჯომულაზე ინჟინერ ზეზემანის პროექტით აიგო 6 სავალი და ერთი საფეხმავლო ხიდი.

მინერალური წყლების ჩამოსასხმელი ქარხანა

შენობა აშენებულია 1895-1896 წლებში ფრიდრიხ მოლდენჰაურეის პროექტის საფუძველზე ევგენის წყაროზე. შენობა ორსართულიანია. ფასადები გაფორმებულია ნათალი ქვისა და აგურის მონაცვლეობით. წინა ფასადი სამი რიზალიტითაა დანაწევრებული. 1909 წელს მოხდა ქარხნის და მისი დამხმარე მეურნეობის რეკონსტრუქცია პროდუქციის წარმოების პროცესის გაუმჯობესების მიზნით. 1954 წელს წარმოება ახალ შენობაში გადავიდა. ქარხნის შენობა კი კულტურული ღონისძიებების ადგილად გადაიქცა. აქ განთავსდა ჭადრაკის სახლი, ბიბლიოთეკა, საკონცერტო დარბაზი.

ჰიდროელექტროსადგური

აშენდა 1898-1899 წლებში ფრიდრიხ მოლდენჰაუერის მიერ. შენობის არქიტექტორი იყო ვ. შენგარდტი. ჰიდროელექტროსადგური ამოქმედდა 1899 წლის 15 იანვარს. ჰიდროელექტროსადგური რუსეთის იმპერიაში სიმძლავრით პირველი, ხოლო ამიერკავკასიაში რიგით პირველი ელექტროსადგური იყო. აქ რუსეთის იმპერიაში პირველად გამოიყენეს აშშ-ში შექმნილი ე.წ. პელტონის ძრავა. ეს იყო მომცრო აგრეგატი, რომელიც მოქმედებაში მოყავდა მომცრო მილში გამავალ წყლის ჭავლს, რომელიც ავითარებდა 5 ცხენის ძალას და მოქმედებაში მოყავდა სახარატო დაზგები. ჰესი დღეში 9 საათს მუშაობდა და 165 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა. შენობა ერთსართულიანია. შედგებოდა მექანიზმებისთვის განკუთვნილი ორი დიდი სივრცისგან გუმბათისებრი სახურავითა და ზედა განათებით. აქ იყო დამონტაჟებული ელექტრომანქანები და წყლის ძრავები. შენობის ფასადი თლილი ქვისა და აგურის მონაცვლეობითაა გაფორმებული. დანაწევრებულია ფართო კარ-სარკმლებით, რომლებიც გვირგვინისებური თავსართებითაა დასრულებული. ფასადი ორი მაღალი ფრონტონითაა დასრულებული, რომლებშიც თითო ლუნეტია გაკეთებული. ინტერიერი შელესილი და მოხატული იყო. შენობის ორივე მხარეს ორი დამოუკიდებელი მცირე, ერთსართულიანი შენობა დგას - სახელოსნო და კანტორა. ამ ჰესში პირველად იქნა გამოყენებული 500 ფუტის სიმძლავრით წყლის ვარდნის ძალა. წყალი მდინარე ბორჯომულადან იქნა გაყვანილი სპეციალურად არხის საშუალებით იმდროინდელ ვორონცოვის პლატოზე. აქ აგებულ იქნა სალექარი და სადაწნეო აუზები. სალექარიდან წყალი მილით გადიოდა სადაწნეო აუზში, საიდანაც ერთი ნაწილი მილის საშუალებით ვარდებოდა მთის ფერდზე და ჰიდროელექტროსადგურს მიეწოდებოდა, ხოლო მოჭარბებული წყალი მეორე მილით გადიოდა და ამ ჭარბი წყლისგან ხელოვნურ ჩანჩქერად ეშვებოდა პარკში. ჩანჩქერს შემქნელის საპატივსაცემოდ ,,მოლდენჰაუერის ჩანჩქერი“ უწოდეს. შენობა სხვადასხვა დროს მრავალგზის არის გადაკეთებული. კაპიტალური ჩარევები განხორციელდა 1930-1940-იან წლებში, როდესაც ცენტრალური შენობის მარჯვნივ კაპიტალური მინაშენი გაჩნდა. ცვლილებები განხორციელდა ინტერიერშიც ახალი წყალსადენის მილის მოწყობის გამო. ამავე პერიოდში, ორ ძირითად დარბაზს შორის არსებული კანტორის და სახელოსნოს ადგილზე განთავსდა სატრანსფორმატორო. 1960-1970-იან წლებში ბორჯომის ელექტრომომარაგების სისტემა ჩაერთო საქართველოს ელექტროსისტემის ცენტრალიზებულ ქსელში, რითაც ჰიდროელექტროსადგურმა თანდათან დაკარგა პრაქტიკული მნიშვნელობა. 1970-1975 წლებში, შენობაში ფუნქციონირებდა საბჭოთა დიდების მუზეუმი. 1975 წლიდან ის ფაქტიურად უფუნქციოა. 1990-იანი წლებში ნაგებობა მთლიანად გაიძარცვა და ნაწილობრივ დაინგრა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17835

Read other articles:

Batugamping yang merupakan salah satu jenis dari batu karbonat Batuan karbonat adalah batuan dengan kandungan material karbonat lebih dari 50% yang tersusun atas partikel karbonat klastik yang tersemenkan. Batuan karbonat tidak hanya terdiri atas gamping namun juga termasuk batuan lain yang memiliki kandungan karbonat berupa mineral karbonat lebih dari 50%. Batu karbonat pasti akan mengalami proses diagenesis. Proses diagenesis merupakan perubahan yang terjadi pada sedimen secara alami, sejak...

 

This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: 1972 in baseball – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2023) See also: 1972 Major League Baseball season The following are the baseball events of the year 1972 throughout the world. Overview of the events of 1972 in baseball Years in base...

 

Second-tier African club football competition Football tournamentCAF Confederation CupOrganising bodyCAFFounded2004; 20 years ago (2004)RegionAfricaNumber of teams16 (group stage)59 (total)Qualifier forCAF Super CupRelated competitionsCAF Champions LeagueCurrent champions USM Alger (1st title)Most successful club(s) Club Sfaxien (3 titles)Websitecafonline.com/confederation-cup 2023–24 CAF Confederation Cup The CAF Confederation Cup, known as the TotalEnergies CAF Confedera...

Anatomical plane dividing the body into left and right Sagittal planeThe main anatomical planes of the human body, including mid-sagittal or median (red), parasagittal (yellow), frontal or coronal plane (blue) and transverse or axial plane (green)Mid-sagittal section of a human skull,by Leonardo da Vinci, c. 1489DetailsIdentifiersLatinplana sagittaliaTA98A01.2.00.003TA249FMA11361Anatomical terminology[edit on Wikidata] The sagittal plane (/ˈsædʒɪtəl/; also known as the longitud...

 

Phoenician writer/historian SanchuniathonBornDOB unknownBerytus (Beirut), PhoeniciaDiedDOD unknownUnknownOccupationAuthorLanguagePhoenicianPeriodHellenistic and Roman eraGenreHistorical and religious writingsNotable worksPhoenician History Sanchuniathon (/ˌsæŋkjʊˈnaɪəθɒn/; Ancient Greek: Σαγχουνιάθων or Σαγχωνιάθων Sankho(u)niáthōn; probably from Phoenician: 𐤎𐤊𐤍𐤉𐤕𐤍, romanized: *Saḵūnyatān, Sakkun has given),[1] als...

 

この記事は検証可能な参考文献や出典が全く示されていないか、不十分です。出典を追加して記事の信頼性向上にご協力ください。(このテンプレートの使い方)出典検索?: コルク – ニュース · 書籍 · スカラー · CiNii · J-STAGE · NDL · dlib.jp · ジャパンサーチ · TWL(2017年4月) コルクを打ち抜いて作った瓶の栓 コルク(木栓、�...

Dalam nama yang mengikuti kebiasaan penamaan Slavia Timur ini, patronimiknya adalah Yuriyivna dan nama keluarganya adalah Ushenina. Anna UsheninaUshenina, 2016Nama lengkapAnna Yuriyivna UsheninaAsal negara UkraineLahir30 Agustus 1985 (umur 38)Kharkiv, Ukrainian SSR, USSRGelarGrandmasterJuara Dunia Wanita2012–2013Rating FIDE2429 (Agustus 2021)Rating tertinggi2502 (Juli 2007) Anna Yuriyivna Ushenina (Ukraina: Анна Юріївна Ушенін...

 

Badan Standar, Kurikulum,dan Asesmen Pendidikan Kementerian Pendidikan, Kebudayaan,Riset, dan TeknologiGambaran umumBidang tugasBadan Standar, Kurikulum, dan Asesmen Pendidikan mempunyai tugas menyelenggarakan penyusunan standar, kurikulum, dan asesmen pendidikan serta pengelolaan sistem perbukuan.Susunan organisasiKepalaAnindito AditomoSitus webhttps://bskap.kemdikbud.go.id/ Badan Standar, Kurikulum, dan Asesmen Pendidikan, Kementerian Pendidikan, Kebudayaan, Riset, dan Teknologi, Indon...

 

ADX71441 Names IUPAC name N-[5-[4-[(4-chloro-3-fluorophenyl)methyl]-6-methoxy-3,5-dioxo-1,2,4-triazin-2-yl]-2-fluorophenyl]acetamide Identifiers CAS Number 1207440-88-7 3D model (JSmol) Interactive image PubChem CID 25106292 InChI Key: BQDMEJYNGXEHSW-UHFFFAOYSA-NInChI=1S/C19H15ClF2N4O4/c1-10(27)23-16-8-12(4-6-14(16)21)26-19(29)25(18(28)17(24-26)30-2)9-11-3-5-13(20)15(22)7-11/h3-8H,9H2,1-2H3,(H,23,27) SMILES CC(=O)NC1=C(C=CC(=C1)N2C(=O)N(C(=O)C(=N2)OC)CC3=CC(=C(C=C3)Cl)F)F Properties Che...

علم الأوبئة البيئية هو فرع من فروع علم الأوبئة (الوبائيات) يهتم بتحديد كيفية تأثير التعرضات البيئية على صحة الإنسان.[1] يسعى هذا الحقل إلى فهم كيف يمكن لعوامل الخطر الخارجية المختلفة أن تهيئ أو تحمي من الأمراض أو الإصابات أو تشوهات النمو أو الموت. قد تحدث هذه العوامل بشك�...

 

Country in West Asia This article is about the country. For other uses, see Jordan (disambiguation).HKJ redirects here. For other uses, see HKJ (disambiguation). Hashemite Kingdom of Jordanالمملكة الأردنية الهاشمية (Arabic)Al-Mamlaka al-Urduniyya al-Hāshimiyya Flag Coat of arms Motto: الله، الوطن، الملكAllāh, al-Waṭan, al-MalikGod, Country, King[1]Anthem: السلام الملكي الأردنيAl-Salām al-Malakī al-UrdunīTh...

 

Cet article est une ébauche concernant la philosophie. Vous pouvez partager vos connaissances en l’améliorant (comment ?) selon les recommandations des projets correspondants. Consultez la liste des tâches à accomplir en page de discussion. En philosophie, certains[1] nomment logique traditionnelle celle qui a existé en Occident après Aristote et avant l'avènement de la logique mathématique moderne. Elle fut dominante en Europe depuis l'Antiquité jusqu'à la fin du XIXe ...

Distrik pos London adalah wilayah di Inggris dengan luas 241 mil persegi (620 km2),[1] yang menjadi daerah tujuan semua surat yang mencantumkan kota pos LONDON. Distrik ini awalnya dibentuk pada tahun 1856[2] dan sudah mengalami beberapa reorganisasi, kontraksi dan pembagian menjadi unit-unit pos yang semakin kecil. Distrik ini terintegrasi dengan sistem kode pos nasional Britania Raya pada awal 1970-an[3] dan saat ini tunduk pada wilayah kode pos N, NW, SW, SE, W...

 

مقاطعة باخرز     الإحداثيات 35°00′18″N 60°20′01″E / 35.005°N 60.333611111111°E / 35.005; 60.333611111111   [1] تقسيم إداري  البلد إيران[2]  التقسيم الأعلى خراسان رضوي[3]  العاصمة باخرز  عدد السكان  عدد السكان 54615 (2016)[3]   عدد الأسر 15525 (2016)[3]  رمز ج...

 

1999 class action lawsuit against the USDA Pigford v. Glickman (1999) was a class action lawsuit against the United States Department of Agriculture (USDA), alleging that it had racially discriminated against African-American farmers in its allocation of farm loans and assistance from 1981 to 1996. The lawsuit was settled on April 14, 1999, by Judge Paul L. Friedman of the U.S. District Court for the District of Columbia.[1][2] To date,[when?] almost $1 billion US doll...

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Corsica (disambigua). CorsicaCollettività territoriale unica(FR) Collectivité de Corse(CO) Cullettività di Corsica (dettagli) (dettagli) Corsica – VedutaVista satellitare della Corsica LocalizzazioneStato Francia AmministrazioneCapoluogo Ajaccio Presidente del Consiglio regionaleGilles Simeoni (FaC) dal 18-12-2015 Presidente del Consiglio generaleMarie-Antoinette Maupertuis (FaC) dal 1-7-2021 Lingu...

 

Motor vehicle Chevrolet CobaltOverviewManufacturerGeneral MotorsProduction2004–20102011–presentModel years2005–2010 (North America)2011–presentBody and chassisClassCompact carLayoutFront engine, front wheel driveChronologyPredecessorGeo/Chevrolet Prizm (Cobalt)Chevrolet Cavalier (Cobalt)Pontiac Sunfire (G5)SuccessorChevrolet Cruze (Cobalt)Buick Verano (G5) Chevrolet Onix (3rd generation) The Chevrolet Cobalt is a compact car introduced by Chevrolet in 2004 for the 2005 model yea...

 

دوري إستونيا الممتاز 2013 تفاصيل الموسم دوري إستونيا الممتاز  النسخة 23  البلد إستونيا  التاريخ بداية:2 مارس 2013  نهاية:9 نوفمبر 2013  المنظم اتحاد إستونيا لكرة القدم  البطل ليفاديا تالين  مباريات ملعوبة 180   عدد المشاركين 10   دوري إستونيا الممتاز 2012  دوري ...

Эндотоксины — бактериальные токсические вещества, которые представляют собой структурные компоненты определённых бактерий и высвобождаются только при лизисе (распаде) бактериальной клетки. Это отличает эндотоксины от экзотоксинов, растворимых соединений, секрети...

 

The Star Ferry Company Ltd.Dermaga Star Ferry di Tsim Sha TsuiJenisLayanan feri melintasi Pelabuhan VictoriaDidirikan1888PendiriDorabjee Naorojee MithaiwalaKantorpusatHong KongSitus webstarferry.com.hk Star Ferry The ship Meridian Star Hanzi tradisional: 天星小輪 Alih aksara Mandarin - Hanyu Pinyin: Tiānxīng Xiǎolún Kejia (Hakka) - Romanisasi: Tien1sin1 Siau3lin2 Yue (Kantonis) - Jyutping: tin1 sing1 siu2 leon4 Rute Star Ferry pada 2010. Star Ferry pada tahun 1920-an. Star Ferry sedan...