დაიბადა 1938 წელს თბილისში. ცურვის ოსტატობას ეუფლებოდა ვალენტინ სამარინისა და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის ლუკა იოაკიმიდის ხელმძღვანელობით.
ზაფხულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1956, მელბურნი; ესტაფეტა 4X200 მ),[1] ევროპის ჩემპიონი (1958, ესტაფეტა 4X200 მ), ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1958 (400მ), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1956 (400 მ), 1957 (400 მ; 1500 მ), 1958 (400 მ), 1959 (400 მ), 1960 (400 მ), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958 (1500 მ), 1963 (კომპლექსური 400 მ; კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ), ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ჩემპიონი (1957, 1500 მ; ესტაფეტა 4X200 მ), ახალგაზრდობის მეგობრული თამაშების ვიცე-ჩემპიონი (1957, 400მ).
1956 წლის 1 სექტემბერს სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და სსრ კავშირის 1956 წლის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[2]