ბოლივიის მოსახლეობა საკმაოდ მრავალეროვნულია. აქ წარმოდგენილია განსხვავაბული ეთნიკური წარსულის მქონე ხალხები.
ბოლივია სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა. მოსახლეობის უმრავლესობას სიღარიბეში უწევს ცხოვრება.
ქვეყნის დაბლობში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე ერთ ადამიანზე ნაკლებია, ხოლო ქვეყნის მთიანეთში, ცნეტრალურ ნაწილში ეს მაჩვენებელი ათ ადამიანს აღწევს.
მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეა. ასევე არიან პროტესტანტებიც. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი კვლავ ტრადიციულ, კოლუმბამდელ წარმართულ რელიგიებს მისდევს.მოსახლეობის დაახლოებით ნახევრისთვის, ესპანური მშობლიური ენაა.