რობერტ ალფრედ „ბობ“ მორლი (ინგლ. Bob Morley; დ. 20 დეკემბერი 1984) — ავსტრალიელი მსახიობი და ტელერეჟისორი.
ბობ მორლის დედა ფილიპინელია, ხოლო მამა ნახევრად ავსტრალიელი და ირლანდიელი იყო.[2] მორლის ჰყავს ორი და და ერთი ძმა. იგი ოჯახში ყველაზე უმცროსია. ბობი გაიზარდა ფერმაში, ვიქტორიაში მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში.[2]
სხვადასხვა სპექტაკლსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობის შემდეგ, 2006 წელს, მონაწილეობა მიიღო ფილმში „შინისაკენ და სამოგზაუროდ“, დრიუ კერტისის როლში, რომლისთვის მიიღო ლოჯის ჯილდო ნომინაცია.[3] 2007 წელს გამოჩნდა შოუში „It Takes Two“. 2008 წელს მონაწილეობდა ტელესერიალ „ზოლში“. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო აიდან ფოსტერის როლში, სერიალში „მეზობლები“, ხოლო 2013 წელს — „თვალისმომჭრელში“. 2014 წლიდან ასრულებს ბელამი ბლეიკის როლს ტელესერიალში „100“.
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო