ბლედის ტბა (სლოვენ. Blejsko jezero; გერმ. Bleder See, Veldeser See) — ტბა სლოვენიაში. მდებარეობს იულიუსის ალპებში, ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე, კურორტ ბლედის მახლობლად. ფართობი 1,45 კმ². მაქსიმალური სიღრმე 29.5 მ. გლაციალური და ტექტონიკური წარმოშობისაა. ტბის შუაგულში არის ამავე სახელწოდების პატარა კუნძული, სადაც გვხვდება რამდენიმე შენობა, მათ შორის ეკლესია. ტბის ფრიალო კლდეზე არის ბლედის ციხე-სიმაგრე. სხვადასხვა დროს ბლედის ტბაზე ჩატარდა დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები აკადემიურ ნიჩნოსნობაში. ტბაზე გაიმართა მსოფლიოსა (1966, 1979, 1989, 2011) და ევროპის (1956) ჩემპიონატები აკადემიურ ნიჩნოსნობაში.
რესურსები ინტერნეტში