ბექა ვაჭარაძე (დ. 1 ივლისი, 1991, ფოთი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის 22 ნოემბრიდან.
ბიოგრაფია
დაიბადა 1991 წლის 1 ივლისს, ქალაქ ფოთში. 2009-2013 წლებში სწავლობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 2013-2015 წლებში – შპს „ელ ჯეი ბროკერის” მთავარი მენეჯერი. 2016-2017 წლებში შპს „კაზგრუ ჰოლდინგის” ლოჯისტიკური მენეჯერი. 2017-2021 წლებში ფოთის საკრებულოს წევრი, 2020-2021 წლებში – თავმჯდომარე. 2021 წლის 22 ნოემბრიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი.
თვითმმართველობის არჩევნები 2021
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებს“ სახელით იყრიდა კენჭს ფოთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. მისი მთავარი კონკურენტი არჩევნებზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა. ვაჭარაძემ პირველ ტურში ხმათა 46,84% (9604 ხმა) მიიღო და მეორე ტურში გასვლა მოახერხა, სადაც 57,35% (11 345 ხმა) მიიღო და გამარჯვება მოახერხა. [2]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო