ბესარიონ ინწკირველი (დ. 1850, ფამფალეთი — გ. 1939) — ქართველი სახალხო მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბიოგრაფია
სიმღერები სამუელ მაქსიმელიშვილმა ასწავლა, შემდეგ დათა გუგუნავასთან დაოსტატდა. გაწევრიანდა ბაღდადში მაქსიმელაშვილის სახლში შექმნილ გუნდში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამუელ ჩავლეიშვილი. პროფესიით ხარაზი იყო. 1913 წელს მიიღო მონაწილეობა ვაჟა-ფშაველას საღამოზე თბილისში, ხოლო 1914 წელს ქუთაისში აკაკის იუბილეზე, 1915 წელს მონაწილეობა მიიღო ბათუმში ნინოობას გამართულ კონცერტზე, 1917 წელს — კონცერტზე თბილისის სახაზინო თეატრში, ხოლო 1927 წელს მოსკოვში.
ლიტერატურა