ბერმეხო — ქალაქი ბოლივიაში, ტარიხას დეპარტამენტში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთში, არგენტინის საზღვართან, მდინარე ბერმეხოს მარჯვენა სანაპიროზე. რეგიონი მდიდარია ნავთობითა და გაზით. 2008 წლის აღწერის მონაცემებით, ბერმეხოს მოსახლეობა 28 285 ადამიანს შეადგენს.
კლიმატი ტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურით 22.18 ° C. ქალაქი ოფიციალურად დაარსდა 1956 წლის 8 დეკემბერს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში