ბელგრადის ალყა (1456)

ბელგრადის ალყა
ოსმალეთის ევროპული კამპანიის ნაწილი

შტურმი ბელგრადის ციხესიმაგრეზე, ოსმალური მინიატურა
თარიღი 1456
მდებარეობა ნანდორფეჰერვარი, უნგრეთის სამეფო (დღევანდელი ბელგრადი)
შედეგი უნგრელთა გამარჯვება
მხარეები
უნგრეთის სამეფო სერბეთის დესპოტატი

ჯვაროსნები

ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
იანოშ ჰუნიადი, ჯოვანი კაპისტრანოელი, მიხაილ შილაგი მეჰმედ II, ზაგანოს-ფაშა, კარაჯა ფაშა
ძალები
დაახლოებით 4000 გაწვრთნილი ჯარისკაცი [1]; 60000 სხვადასხვა შემადგენლობის მქონე ჯარი; 200 გემი. [2] 30000 – 100000 ჯარისკაცი [3] [4][5]; 200 გემი. [6]
დანაკარგები
უცნობი 13000 კაცი [7]; 200 გალეა [8]; 300 ქვემეხი. [8]
ბელგრადის ალყა ვიკისაწყობში

ბელგრადის ალყა (უნგრ. Nándorfehérvár ostroma ან nándorfehérvári diadal; სერბ. Опсада Београда) 一 ბელგრადის მილიტარისტული ბლოკადა, რომელიც განხორციელდა 1456 წლის ივლისში. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა, მეჰმედ II-მ, მთელი თავისი რესურსი უნგრეთის სამეფოს დამორჩილების მცდელობას შეალია. მის უმთავრეს მიზანს ბელგრადის ციხის აღება წარმოადგენდა. იანოშ ჰუნიადი, თემესის გრაფი და უნგრეთის სამეფოს მმართველი, რომელმაც გასული ორი ათწლეულის განმავლობაში თურქების წინააღმდეგ მრავალი საბრძოლო მოქმედება აწარმოა, გაემზადა ქალაქის გარნიზონების დასაცავად.

მოულოდნელად, ალყა დიდ ბრძოლაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ჰუნიადმა უეცარ კონტრშეტევას უხელმძღვანელა. ოსმალეთის არმიამ, იმის გათვალისწინებითაც, რომ თავად სულთანი შეტაკებისას დაიჭრა, დიდი დანაკარგი განიცადა, რამაც აიძულა სულთანი, ალყა მოეხსნა და უკან დაეხია. ბრძოლამ საკმაოდ დადებითი შედეგი გამოიღო უნგრელთათვის გამომდინარე იქიდან, რომ მათ შეძლეს უნგრეთის სამეფოს სამხრეთი საზღვრის ექსპანსია, შედეგად საზღვრის სტაბილური მდგომარეობა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა და მნიშვნელოვნად შესუსტდა ოსმალთა წინსვლა ევროპაში.

რომის პაპის ბრძანებით, ევროპაში არსებული ყველა კათოლიკური ეკლესია ვალდებული იყო, შეტაკებამდე უნგრეთის სამეფოსთვისა და ბელგრადის მშვიდობიანი შენარჩუნებისთვის ელოცათ. არსებობს ლეგენდა, რომ სწორედ პაპის მიერ გამოსული განკარგულების ძალით ბელგრადის კეთილდღეობაზე ლოცვასთან დაკავშირებით იქცა მიზეზად ოსმალეთის დამარცხებისა. [9] გამარჯვების დღე, 22 ივლისი, დღემდე მემორიალური ხსოვნის დღედ აღინიშნება უნგრეთში.[10]

მზადება

1455 წლის ბოლოს იანოშ ჰუნიადიმ დაიწყო მზადება ბელგრადის დაცვისთვის. საკუთარი ხარჯებით მან უზრუნველყო და შეძლო არმიის მობილიზება, განამტკიცა ციხე ძლიერი გარნიზონით და მის დასაცავად საკუთარი ძმა, მიხაილ შილაგი და შვილი 一 ლასლო ჩააყენა. ამის შემდეგ ჰუნიადიმ დაიწყო დამხმარე არმიისა და, დამატებით, ფლოტის გაძლიერება, რომელსაც 200 კორვეტი შეჰმატა. ბარონებს ჰუნიადის მზარდი ძალაუფლების უფრო ეშინოდათ, ვიდრე ოსმალთაგან წამოსული საფრთხისა, რის გამოც იანოშს ბარონთაგან დამოუკიდებლად მოქმედება მოუწია.

ბელგრადის ალყა, ოსმალური მინიატურა

ჰუნიადის მოკავშირე იტალიელმა ფრანცისკანელმა ბერმა, ჯოვანი კაპისტრანოელმა, წამოიწყო მითქმა-მოთქმა ჯვაროსნული ლაშქრობის შესახებ. ეს იყო ერტგვარი ხრიკი იმ მიზნით, რომ ადგილობრივი გლეხი და ფეოდალი მოსახლეობა ომში ჩაბმულიყო. ახალწვეულ მოხალისეთა უდიდესი ნაწილი, მიუხედავად დიდი მოტივაციისა, საკმაოდ პრიმიტიულ აღჭურვილობას ფლობდნენ, ზოგიერთი კი მხოლოდ ბარითა და შურდულით იყო შეიარაღებული. ისინი ჰუნიადის არმიის გარშემო იყვნენ განლაგებულნი, რომლის ბირთვი შედგებოდა გამოცდილი დაქირავებული მებრძოლებისგან. მთლიანობაში, ჰუნიადმა მოახერხა 25-დან 30-მდე ათასი ჯარისკაცის მოგროვება.

ალყა

სანამ ჰუიადი შეკრებდა საკუთარ ძალებს, მეჰმედ II-ის არმია უკვე მიადგა ბელგრადს. ალყა დაიწყო 1456 წლის 4 ივლისს. შილაგი ციხეში მხოლოდ 5000–7000 ჯარისკაცს ეყრდნობოდა. მეჰმედმა ალყა შემოარტყა ციხის სადავეებს და 29 ივნისს დაიწყო ქალაქის კედლების ძლიერი დაბომბვა. მან თავისი ჯარი სამ ნაწილად გაყო. რუმელიელთა კორპუსს ჰქონდა 300 ქვემეხი, ხოლო ფლოტს 200 საბრძოლო გემბანი. რუმელები მარჯვენა ფრთაზე იყვნენ განლაგებულნი, მარცხნივ კი ანატოლიელთა კორპუსი. შუაში სულთნის პირადი მცველები, აგრეთვე იანიჩრები და მისი სამეთაურო პოსტი. როგორც ანატოლიელთა, ისე იანიჩართა არმია მძიმე ქვეითი ჯარისგან შედგებოდა. მეჰმედმა თავისი მდინარის ხომალდები ძირითადად ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში განათავსა ჭაობების პატრულირებისთვის. ისინი ასევე სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მდინარე სავას აკვირდებოდნენ, რომ ჰუნიადის ჯარი ადგილიდან არ დაძრულიყო. ზონას დუნაის აღმოსავლეთი ნაწილიდან სიპაჰთა არმია იცავდა — სულთნის ფეოდალური მძიმე კავალერიის კორპუსი — რათა მარჯვენა მხრიდან თავდასხმა აეცილებინათ.

ბელგრადის ციხესიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილი

როდესაც ჰუნიადს ოსმალური განლაგების შესახებ შეატყობინეს, ის ამ დროს იმყოფებოდა უნგრეთის სამხრეთში, სადაც დამატებით მსუბუქ კავალერიას აგროვებდა ჯარისთვის. მიუხედავად სიმცირისა, მისი თანამემამულე დიდებულები მზად იყვნენ, უზრუნველეყოთ დამხმარე ძალა. ბერი ჯოვანი კაპისტრანოელი, ვატიკანის განკარგულების თანახმად, გაიგზავნა უნგრეთში ერეტიკოსთა წინააღმდეგ საბრძოლველად და, აგრეთვე, იმ ამბის გასავრცელებლად, რომ ოსმალეთის წინააღმდეგ მომდევნო ჯვაროსნული ლაშქრობა ეწყობოდა. ბერმა მოახერხა საკმაოდ დიდი რაოდენობის, თუმცა ცუდ მზადყოფნაში მყოფი, გლეხებით დაკომპლექტებული ჯარის შეკვრა, რომელიც, მოგვიანებით, ბელგრადისკენ დაიძრა. ბერი ჯოვანი და იანოში ერთად ლაშქრობდნენ, თუმცა ცალ-ცალკე ბატალიონებს განაგებდნენ. ორივე მათგანმა ჯამში დაახლოებით 40000-50000 ჯარისკაცი შეკრიბა.

იმ დროს ბელგრადის ციხის გარნიზონი ბალკანეთის მასშტაბით საუკეთესო დაცვით სისტემას შეიცავდა. მას შემდეგ, რაც სტეფან ლაზარევიჩმა სერბეთის დესპოტატის დედაქალაქი 1404 წელს ბელგრადში გადმოიტანა, არაერთი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქალაქის ციხეს, რათა ბიზანტიური სტილი თანამედროვეთი შეეცვალა. ციხე შეიცავდა სამ თავდაცვით ფლანგს: ქვედა ქალაქი, რომელშიც საკათედრო ტაძარი იყო განლაგებული; ქალაქის ცენტრი და პორტი დუნაიზე; ზედა ქალაქი ოთხი კარიბჭითა და ორმაგი ციხის კედლით, რომელშიც ჯარი იყო განლაგებული. აგრეთვე, შიდა ციხესიმაგრე, სასახლე და დიდი დონჟონი. შედეგად, ბელგრადის ციხე იქცა სამხედრო არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად შუა საუკუნეების ევროპაში.

1456 წლის 14 ივლისს იანოშ ჰუნიადი, დუნაის ფლოტითურთ, მიუახლოვდა მთლიანად გარშემორტყმულ ქალაქს. იმავე დღეს, მან მოახერხა საზღვაო ბლოკადის გარღვევა სამი დიდი ოსმალური გალეის ჩაძირვით, ასევე ოთხი დიდი და ოცი პატარა გემის ხელში ჩაგდებით. მან გაანადგურა სულთნის ფლოტი, რის შედეგადაც ჰუნიადმა შეძლო ჯარების ტრანსპორტირება და ქალაქისთვის საჭირო რესურსების გადაცემა. ამან გააძლიერა ციხის დაცვა.

ტიტუს დუგოვიჩის გმირობა, ალექსანდრე ფონ ვაგნერის ფერწერული ნიმუში, 1859

თუმცა, ოსმალები არ ნებდებოდნენ — ინტენსიური საარტილერიო დაბომბვის შედეგად, რომელიც, თითქმის, ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ციხის კედლის რამდენიმე უმთავრესი ნაწილი ჩამოინგრა. 21 ივლისს მეჰმედ II-მ ბრძანა ციხეზე შტურმით თავდასხმა, რომელიც საღამოს დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა. თურქულმა არმიის ციხეზე შეტევის წამოწყებისას ჰუნიადმა მცველებს უბრძანა, ალმოკიდებული მასალები გადაეყარათ სიმაგრიდან. შედეგად, ციხეში კიბით ამავალი იანიჩრები მოსწყდნენ კედელს, როცა ისინი სიმაგრეში შეღწევას ცდილობდნენ.

ქალაქის ზემო ნაწილში წამოწყებული ბრძოლა იანიჩრებსა და შილაგის ჯარისკაცებს შორის ქრისტიანთა წარმატებით დასრულდა. უნგრელებმა შეძლეს, სამხედრო მოქმედება ციხის გარეთაც გადაეტანათ, რითაც ადვილად გაიშალნენ. ქალაქის სიმაგრეში დარჩენილი იანიჩრები ერთიანად ამოიხოცნენ, ხოლო თურქულმა ჯარებმა, რომლებიც ცდილობდნენ ზემო ქალაქში შეჭრას, დიდი ზარალი განიცადეს.

იმ მომენტში, როდესაც თურქები ქალაქის ციხის ბასტიონზე ოსმალეთის დროშის აღმართვას ლამობდნენ, სერბმა ჯარისკაცმა, ტიტუს დუგოვიჩმა ის თურქებს ააცალა და მათთან ერთად ციხიდან გადავარდა. მსგავსი თავგანწირვის გამო, უნგრეთის მეფემ, მატიაშ ჰუნიადმა, რომელიც იანოშის ვაჟი იყო, ტიტუსის ვაჟს დიდგვაროვნის ტიტული მიანიჭა.

ბრძოლა

მეორე დღეს ბრძოლამ მოულოდნელი სახე მიიღო. ერთი შეხედვით გამარჯვებულ ოსმალებს აღარ შეეძლოთ უნგრელთა ჯარის ნაკადის შეჩერება. მალე, ალყა ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ჯოვანი კაპისტრანოელმა, რომელმაც შენიშნა ეს მძიმე სიტუაცია, თავად ჩაუდგა 2000-კაციან გლეხთა არმიას სათავეში და წამოიწყო თავდასხმა თურქული ბატალიონის უკანა მხარეზე, რომელთაც თან ეკვროდათ მდინარე სივა. პარალელურად, ჰუნიადიმ ციხიდან თავდასხმა გააძლიერა, რათა თურქთა ბანაკში საარტილერიო პოზიციები მოესპო. გაკვირვებულმა და, ზოგიერთი მემატიანის თქმით, აუხსნელი შიშით პარალიზებულმა თურქებმა ბრძოლის ველიდან გაქცევა დაიწყეს. სულთნის პირადი გვარდია, რომელიც 5000 იანიჩრისგან შედგებოდა, სასოწარკვეთილი ცდილობდა, შეეჩერებინა პანიკა და დაებრუნებინა ჯარისკაცები, თუმცა ჰუნიადის არმია სიძლიერის პიკში იყო და თურქების ეს ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა. სულთანი თავად მონაწილეობდა შეტაკებაში, რა დროსაც არაერთი რაინდი მოკლა, თუმცა თავად ბარძაყში დაიჭრა და გონება დაკარგა.

შეტაკების შემდეგ უნგრულ ქვედანაყოფებს უბვრძანეს, ღამე გაეთიათ კედლებს მიღმა, საბრძოლო მზადყოფნაში, თუმცა თურქთა კონტრშეტევას ამაოდ ელოდნენ. უკუნით სიბნელეში თურქებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს და 140 დაჭრილებით დატვირთული ვაგონი თან გაიყოლეს. სულთანი გონს ქალაქ სარონაში ყოფნისას მოეგო. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა შეიტყო საკუთარი ჯარის დაქუცმაცების შესახებ, რომ ფაშათა უდიდესი ნაწილი ომში დაიღუპა და რომ, ფაქტობრივად, მთელი ქონება დაიკარგა, 24 წლის სულთან თვითმკვლელობა გადაეწყვიტა. უნგრელთა მოულოდნელმა თავდასხმამ ოსმალურ არმიაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია, შედეგად, იმ ღამეს დამარცხებული მეჰმედი დარჩენილი ჯარით უკან, კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

შემდგომი

ბრძოლის შემდეგ უნგრელთა ბანაკში ეპიდემია გავრცელდა, ეს თავად უნგრელთა მეფესაც, იანოშსაც შეეხო, რის გამოც სამ კვირაში, 1456 წლის 11 აგვისტოს თავადაც გარდაიცვალა. ის დაკრძალეს ტრანსილვანიის დედაქალაქ ალბა-იულიაში, რიგით საკათედრო ტაძარში.

ბელგრადის ციხემ თავდასხმამდე ბოლო მოდიფიკაცია განიცადა. ეს იყო უკანასკნელი ცვლილება მანამ, სანამ 1521 წელს ქალაქი სულეიმან დიდებულმა არ იგდო ხელთ.

ალყის დროს რომის პაპმა კალიქსტუს III-მ ევროპის მორწმუნე საზოგადოებას მოუწოდა, შუადღით დაერეკათ ზარი და ელოცათ უნგრელთა გამარჯვებისთვის. [11][12] [13][14][15] თუმცა, ბევრგან ეს ბრძანება გვიან მივიდა და მრავალგან უკვე გამარჯვების ნიშნად რეკდა. სწორედ ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი უნგრულ კულტურაში ერთგვარ ტრადიციას, რომელიც მიზნად ისახავს შუადღისას ზარების რეკვას.[12][14][15][16] [17]

მემკვიდრეობა

ციხესთან არსებული მემორიალური წარწერა

ბელგრადის გადარჩენამ და უნგრელთა გამარჯვებამ ხელი შეუშალა თურქთა პროგრესს ევროპის მასშტაბით მომდევნო 70 წლის განმავლობაში, მიუხედავად მრავალი შემოსევისა, მათ შორის 1480-1481 წლების ოტრანტოს აღებისა და 1493 წლის ხორვატიასა და შტირიაზე თავდასხმისა. ბელგრადის ციხესიმაგრე აგრძელებდა უნგრეთის დაცვას ოსმალეთის იმპერიისგან მის აღებამდე, სახელდობრ 1521 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ თურქთა ბატონობას ევროპაში ხელი შეუშალა იანოშ ჰუნიადის ვაჟის, მატიაშ ჰუნიადის მოძლიერებამ, აგრეთვე სერბეთსა და ბოსნიაში ახალი ბაზების ჩამოყალიბებამ. ანტიოსმალურ ოპერაციებში არანაკლებ დიდი როლი მიუძღვით ვლახეთის მეფე ვლად ცეპეშსა (ტირგოვიშტეს ღამის თავდასხმა) და მოლდოვის სამთავროს მმართველს, შტეფან დიდს.

მიუხედავად ამისა, ქრისტიანებმა მაინც ვერ შეძლეს კულმინაციური წარმატების მიღწევა და კონსტანტინოპოლის დაბრუნება. უნგრეთის მეფე, მატიაშ ჰუნიადი, დიდად არ ინტერესდებოდა ოსმალთა წინააღმდეგ არსებული კამპანიებით და ძირითადად საკუთარი სიმდიდრის დაცვაზე იყო ორიენტირებული. უნგრეთის უდიდესი ნაწილი ოსმალებმა 1526 წელს, მოჰაჩის ბრძოლის შედეგად დაიკავეს.

ოსმალთა ექსპანსია ევროპაში საკმაოდ არაერთგვაროვანი წარმატებით გაგრძელდა 1529 წლის ვენის დარბვევამდე. შედეგად, თურქები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ საკუთარ სადავეებს და დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ ცენტრალური ევროპისთვის 1683 წლის ვენის ალყამდე.

იხილეთ აგრეთვე

ბიბლიოგრაფია

  • Stanford J. Shaw (1976). History of the Ottoman Empire and modern Turkey, Volume 1, Empire of the Gazis: The Rise and Decline of the Ottoman Empire 1280–1808. ISBN 978-0521291637. 
  • Andrew Ayton (1998). The Medieval Military Revolution: State, Society and Military Change in Medieval and Early Modern Society. London, England: I.B. Tauris. ISBN 1-86064-353-1.  დაარქივებული November 12, 2010[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  • John Julius Norwich (1982). A History of Venice, Lecture Notes in Mathematics 1358. New York City, United States: Alfred B. Knopf. ISBN 0-679-72197-5. 
  • Norman Housley (1992). The Later Crusades, 1274–1580: From Lyons to Alcazar, First. ISBN 978-0198221364. 
  • Thomas Henry Dyer (1861). The history of modern Europe: From the fall of Constantinople. J. Murray, გვ. 85. „Noon bell belgrade.“ 
  • Andrić, Stanko (2016). „Saint John Capistran and Despot George Branković: An Impossible Compromise“. Byzantinoslavica. 74 (1–2): 202–227.
  • Peter R. Biasiotto (1943). History of the Development of the Devotion to the Holy Name. 

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Kenneth M. Setton (1984). The Papacy and the Levant, 1204–1571, Vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, გვ. 177. ISBN 978-0871691613. 
  2. Stanford J. Shaw (1976). History of the Ottoman Empire and modern Turkey, Volume 1, Empire of the Gazis: The Rise and Decline of the Ottoman Empire 1280–1808, გვ. 63. ISBN 978-0521291637. 
  3. Kenneth M. Setton (1984). The Papacy and the Levant, 1204–1571, Vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, გვ. 174. ISBN 978-0871691613. 
  4. Andrew Ayton (1998). „The Military Revolution from a Medieval Perspective“, The Medieval Military Revolution: State, Society and Military Change in Medieval and Early Modern Society. London, England: I.B. Tauris. ISBN 1-86064-353-1. 
  5. John Julius Norwich (1982). A History of Venice, Lecture Notes in Mathematics 1358. New York City, United States: Alfred B. Knopf, გვ. 269. ISBN 0-679-72197-5. 
  6. Kenneth M. Setton (1984). The Papacy and the Levant, 1204–1571, Vol. 3: The Sixteenth Century to the Reign of Julius III, გვ. 175. ISBN 978-0871691613. 
  7. Norman Housley (1992). The Later Crusades, 1274–1580: From Lyons to Alcazar, First, გვ. 104. ISBN 978-0198221364. 
  8. 8.0 8.1 Tom R. Kovach (August 1996). „The 1456 Siege of Belgrade“. Military History. 13 (3): 34. ციტირების თარიღი: March 6, 2015.
  9. Hunyadi and the noon bell ritual
  10. Anniversary of 1456 victory over Ottomans becomes memorial day politics.hu
  11. Thomas Henry Dyer (1861). The history of modern Europe: From the fall of Constantinople. J. Murray, გვ. 85. „Noon bell belgrade.“ 
  12. 12.0 12.1 István Lázár: Hungary: A Brief History (see in Chapter 6)
  13. Kerny, Terézia (2008). „The Renaissance – Four Times Over. Exhibitions Commemorating Matthias's Accession to the Throne“, The Hungarian Quarterly. Budapest, Hungary: Society of the Hungarian Quarterly, გვ. 79–90. „On July 22, 1456, John Hunyadi won a decisive victory at Belgrade over the armies of Sultan Mehmed II. Hunyadi's feat—carried out with a small standing army combined with peasants rallied to fight the infidel by the Franciscan friar St John of Capistrano— had the effect of putting an end to Ottoman attempts on Hungary and Western Europe for the next seventy years. The bells ringing at noon throughout Christendom are, to this day, a daily commemoration of John Hunyadi's victory.“ 
  14. 14.0 14.1 JOHN HUNYADI: Hungary in American History Textbooks – Title.
  15. 15.0 15.1 Archived copy. ციტირების თარიღი: 3 February 2022
  16. Kerny, Terézia (2008). „The Renaissance – Four Times Over. Exhibitions Commemorating Matthias's Accession to the Throne“, The Hungarian Quarterly. Budapest, Hungary: Society of the Hungarian Quarterly, გვ. 79–90. „On July 22, 1456, John Hunyadi won a decisive victory at Belgrade over the armies of Sultan Mehmed II. Hunyadi’s feat—carried out with a small standing army combined with peasants rallied to fight the infidel by the Franciscan friar St John of Capistrano— had the effect of putting an end to Ottoman attempts on Hungary and Western Europe for the next seventy years, and is considered to have been one of the most momentous victories in Hungarian military history. The bells ringing at noon throughout Christendom are, to this day, a daily commemoration of John Hunyadi’s victory.“ 
  17. Imre Lukinich: A History of Hungary in Biographical Sketches (page: 109.)

Read other articles:

Raitenbuch. Raitenbuch adalah kota yang terletak di distrik Weißenburg-Gunzenhausen di Bavaria, Jerman. Kota Raitenbuch memiliki luas sebesar 38.20 km² . Raitenbuch pada tahun 2006, memiliki penduduk sebanyak 1.168 jiwa. lbsKota dan kotamadya di Weissenburg-GunzenhausenAbsberg | Alesheim | Bergen | Burgsalach | Dittenheim | Ellingen | Ettenstatt | Gnotzheim | Gunzenhausen | Haundorf | Heidenheim | Höttingen | Langenaltheim...

 

Drs. H.Thayeb Mohammad Gobel Anggota Dewan Perwakilan RakyatMasa jabatan1 Oktober 1971 – 30 September 1987Daerah pemilihanSulawesi Utara Informasi pribadiLahir(1930-09-12)12 September 1930Tapa, Bone Bolango, Gorontalo, Hindia BelandaMeninggal21 Juli 1984(1984-07-21) (umur 53)Jakarta, IndonesiaKebangsaanIndonesiaPartai politikPSII (1971-1973)PPP (1973-1984)Suami/istriAnnie Nento (meninggal) Rugayah PusadanAnakOlga GobelEmma GobelClara GobelSeminarti GobelRachmad GobelIndrawati ...

 

Perang Aceh (1896-1901) adalah masa operasi militer ofensif di bawah pimpinan JW. Stemfoort, Jan Jacob Karel de Moulin, Jacobus Augustinus Vetter dan Joannes Benedictus van Heutsz. Latar belakang Kelompok perwira Batalyon IX. Jend. J.A. Vetter dikirim ke Aceh bersama-sama dengan kolonel infanteri J.W. Stemfoort dan mayor staf jenderal Breijer. Mereka bertolak pada tanggal 2 April bersama Batalyon IX dan tiba 5 hari kemudian di Ulee Lheue, 2 hari kemudian tibalah Batalyon VI dan seorang pendak...

To read about notable Texas A&M alumni see List of Texas A&M University people. The Association of Former StudentsFormation1879TypeAlumni associationHeadquartersCollege Station, Texas, United StatesMembership 640,000+President and CEOPorter S. Garner III '79Vice President and CFORon SpiesKey peopleKathryn Greenwade, vice president; Cecilee Herd, vice president; Marty Holmes, vice president; Barbara Kasper, vice presidentWebsiteAggieNetwork.com The Association of Former Students is the...

 

Omar Sjawaldy AnwarLahir1960JakartaKebangsaanIndonesiaAlmamaterUniversity of Maryland, College Park, Amerika SerikatGeorge Washington University, Amerika SerikatPekerjaanEkonom, profesionalDikenal atas- Presiden Direktur Rio Tinto Indonesia- Wakil Direktur Utama Pertamina- Direktur Utama Trimegah SecuritiesOrang tuaChairul Anwar Omar Sjawaldy Anwar (lahir di Jakarta tahun 1960) adalah seorang profesional dan pengusaha asal Indonesia. Dia pernah menduduki berbagai jabatan direksi di perusahaa...

 

Voce principale: Empoli Football Club. Empoli Football ClubStagione 1990-1991Sport calcio Squadra Empoli Allenatore Vincenzo Montefusco (1ª-16ª) Giampiero Vitali (17ª-34ª) Presidente Pietro Allegri Serie C14º posto Coppa ItaliaPrimo turno Coppa Italia Serie CQuarti di finale Miglior marcatoreCampionato: Carboni, Musella (8)Totale: Musella (9) StadioCarlo Castellani 1989-1990 1991-1992 Si invita a seguire il modello di voce Questa voce raccoglie le informazioni riguardanti l'Emp...

У этого термина существуют и другие значения, см. Мстители. Другие фильмы с таким же или схожим названием: см. Мстители (фильм). Мстителиангл. The Avengers Официальный постер для кинотеатрального проката в России Жанры супергероикабоевикнаучная фантастикаприключения Режис�...

 

Державний комітет телебачення і радіомовлення України (Держкомтелерадіо) Приміщення комітетуЗагальна інформаціяКраїна  УкраїнаДата створення 2003Керівне відомство Кабінет Міністрів УкраїниРічний бюджет 1 964 898 500 ₴[1]Голова Олег НаливайкоПідвідомчі ор...

 

1936 popular song This article is about the song. For the album by Paul Desmond, see Glad to Be Unhappy (album). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Glad to Be Unhappy – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2018) (Learn how and when to remove this message) Glad to Be UnhappySongP...

2020年夏季奥林匹克运动会波兰代表團波兰国旗IOC編碼POLNOC波蘭奧林匹克委員會網站olimpijski.pl(英文)(波兰文)2020年夏季奥林匹克运动会(東京)2021年7月23日至8月8日(受2019冠状病毒病疫情影响推迟,但仍保留原定名称)運動員206參賽項目24个大项旗手开幕式:帕维尔·科热尼奥夫斯基(游泳)和马娅·沃什乔夫斯卡(自行车)[1]闭幕式:卡罗利娜·纳亚(皮划艇)&#...

 

44°24′N 110°36′W / 44.4°N 110.6°W / 44.4; -110.6   هذه المقالة عن منطقة في الولايات المتحدة الأمريكية. لمعانٍ أخرى، طالع إقليم الجبال (توضيح). إقليم الجبال   الإحداثيات 44°24′N 110°36′W / 44.4°N 110.6°W / 44.4; -110.6   تقسيم إداري  البلد الولايات المتحدة  التقسيم الأ...

 

Type of worship service within many Christian denominations Painting of a 15th-century MassPart of a series on theEucharist Lord's Supper Communion Elements Bread Wine Ritual and liturgy Divine Liturgy Holy Qurobo Holy Qurbana Divine Service Mass Requiem Solemn Consecration/Anaphora Epiclesis Words of Institution Anamnesis Practices and customs Closed and open table Communion under both kinds Adoration Discipline Thanksgiving Reserved sacrament Feast of Corpus Christi First Communion Infant c...

Jump In!Titolo originaleJump In! PaeseStati Uniti d'America Anno2007 Formatofilm TV Generecommedia, sportivo Durata85 min Lingua originaleinglese Rapporto4:3 CreditiRegiaPaul Hoen SceneggiaturaDoreen Spicer, Regina Y. Hicks, Karin Gist Interpreti e personaggi Corbin Bleu: Isadore Izzy Daniels Keke Palmer: Mary Thomas David Reivers: Kenneth Daniels Shanica Knowles: Shauna Keaton Laivan Greene: Keisha Ray Kylee Russell: Karin Daniels Patrick Johnson Jr.: Rodney Tyler Micah Williams: L'il Ja...

 

An example of uniform tiling in the Archeological Museum of Seville, Sevilla, Spain: rhombitrihexagonal tiling This table shows the 11 convex uniform tilings (regular and semiregular) of the Euclidean plane, and their dual tilings. There are three regular and eight semiregular tilings in the plane. The semiregular tilings form new tilings from their duals, each made from one type of irregular face. John Conway called these uniform duals Catalan tilings, in parallel to the Catalan solid polyh...

 

MargianaMarvProvinsi di Kekaisaran Seleukia, Kekaisaran Parthia, dan Kekaisaran Sasaniyahsekitar 281-261 SM–651 MMargiana, sekitar 300 SMIbu kotaMervSejarahEra sejarahKuno• Didirikan sekitar 281-261 SM• Dicaplok oleh Kekhalifahan Rasyidin 651 M Sekarang bagian dari Afghanistan Turkmenistan Uzbekistan Margiana (bahasa Yunani: Μαργιανή Margiane, Bahasa Persia Kuno: Marguš,[1] Bahasa Persia Pertengahan: Marv[2]) adalah sebuah wilayah be...

Questa voce o sezione sull'argomento gruppi musicali è priva o carente di note e riferimenti bibliografici puntuali. Sebbene vi siano una bibliografia e/o dei collegamenti esterni, manca la contestualizzazione delle fonti con note a piè di pagina o altri riferimenti precisi che indichino puntualmente la provenienza delle informazioni. Puoi migliorare questa voce citando le fonti più precisamente. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Unkle Paese d'origine Inghilt...

 

Voce principale: Unione Sportiva Cremonese. Unione Sportiva CremoneseStagione 1987-1988 Sport calcio Squadra Cremonese Allenatore Bruno Mazzia Presidente Domenico Luzzara Serie B6º posto Coppa ItaliaPrimo turno Maggiori presenzeCampionato: Avanzi, Bencina, Lombardo, Montorfano, Rampulla (37 presenze) Miglior marcatoreCampionato: Nicoletti (5)Totale: Chiorri (7) StadioGiovanni Zini 1986-1987 1988-1989 Si invita a seguire il modello di voce Questa vice raccoglie le informazioni riguardan...

 

NowStato Regno Unito Irlanda Italia Austria (come Sky X) Germania (come Wow TV) Svizzera TipologiaIPTV TrasmissionePay TV EditoreSky GruppoSky Data di lancio17 luglio 2012 SloganIntrattenimento allo stato puro Sitowww.nowtv.it Now (precedentemente Sky Online e poi Now TV) è un servizio di streaming on-demand e in diretta a pagamento di Sky. Lanciato per la prima volta nel Regno Unito nel 2012, il servizio è disponibile anche in Irlanda, in Italia, in Germania (...

Vue de Strasbourg, la cité Ungemach, cité ouvrière du début du XXe siècle Une cité ouvrière est un « ensemble concerté d’habitat ouvrier, généralement mono-familial » selon la définition usitée par les services de l'Inventaire du patrimoine culturel français[1]. Elle constitue, à l’origine, une zone essentiellement résidentielle exclusivement destinée aux ouvriers d’une même usine et à leur famille. Elle peut être accompagnée d’équipements collect...

 

WissembourgWissembourg Lokasi di Region Grand Est Wissembourg Koordinat: 49°02′18″N 7°56′49″E / 49.0383°N 7.9469°E / 49.0383; 7.9469NegaraPrancisRegionGrand EstDepartemenBas-RhinArondisemenWissembourgKantonWissembourgAntarkomuneCommunauté de communes du pays de WissembourgPemerintahan • Wali kota (2008–14) Christian GliechLuas • Land148,18 km2 (1,860 sq mi) • Populasi28.008 • Kepadatan Popula...