ბელა III

ბელა III უნგრეთის და ხორვატიის მეფე

ბელა III (დ. 1145 — გ. 23 აპრილი, 1196) — უნგრეთის მეფე არპადების დინასტიიდან, მეფობდა 1172–1196 წლებში. გეზა II-ის ძე. იგი ბიზანტიაში იყო აღზრდილი და ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I-ის მხარდაჭერით სარგებლობდა. სამეფო კანცელარიის საქმის წარმოება ბელა III-მ ბიზანტიურ ყაიდაზე გარდაქმნა. მანუელ I-ის სიკვდილის შემდეგ მან დაიპყრო ბიზანტიაში შემავალი სრემი, ხორვატია და დალმაცია (1180).

ლიტერატურა