ბებერი მეზურნეები — 1973 წლის ქართული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია ვალერიან კვაჭაძე.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმი, ძველი თბილისის უკანასკნელ მოჰიკანებზე, სამ ბებერ მეზურნეზე მოგვითხრობს, რომელიც გაყვითლებული ფოთლებივით შემორჩენიან თანამედროვე ცხოვრების ხეს, მაგრამ სრულიად შეუნარჩუნებიათ გარდასულ დღეთა ხიბლი. ისინი წარსულის მოგონებებით არსებობენ და კაცთმოყვარეობის შესანიშნავ მაგალითებს აძლევენ გარშემო მყოფთ, რადგან ეს კატეგორიები ყოველი დროისთვის მარადიულნი რჩებიან.[1]
როლებში
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო