ბაროუ (ინგლ. Barrow, ირლ. Abhainn na Bearú, An Bhearú, თარგი:Lang-sga) — მდინარე ირლანდიის რესპუბლიკაში. საერთო სიგრძე — 192 კმ (მე-2 ადგილი ქვეყანაში).
მდინარე სათავეს იღებს სლივ-ბლუმის მთებში, ლიშის საგრაფოში, და მიედინება სამხრეთ მიმართულებით უოტერფორდის, კილკენისა და კარლოუს საგრაფოების გავლით კელტების ზღვამდე. გარდა ამისა, ბაროუ დიდი არხით უერთდება ქალაქ ეფის კილდერის საგრაფოში.
მდინარეს ძველი სახელწოდება — ბერბა — დაკავშირებულია სიტყვა „დუღილთან“ (ძვ. ირლ. — berbaid). ბაროუ მდინარეებ ნორსა და შურთან ატარებს სახელწოდებას „სამი და“
რესურსები ინტერნეტში