ბაბა ან ვარნოუსი ან ვარნოუნდასი (მაკედ. Баба, ბერძ. Βαρνούντας) — მთის მასივი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საბერძნეთის საზღვარზე. მთას გააჩნია რამდენიმე მწვერვალი, მათგან უმაღლესია — პელისტერის პიკი.
ბაბის მაკედონურ ნაწილში პელისტერის ფერდობებზე შექმნილია ეროვნული პარკი, სადაც ფლორისა და ფაუნის მრავალი იშვიათი წარმომადგენელი ბინადრობს, მათ შორის ბალკანეთის ენდემი - ბალკანური ან რუმელიის ფიჭვი (Pinus peuce).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში