აჰმედ ნაზიფი (არაბ. أحمد نظيف ; დ. 8 ივლისი, 1952, ალექსანდრია) — ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი 2004 წლის 14 ივლისიდან 2011 წლის 28 იანვრამდე. 1999-2004 წლებში იყო ეგვიპტის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი. 1999-2011 წლებში ეგვიპტის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
რესურსები ინტერნეტში