1842 წელს მონასტერში იმყოფებოდა ანდრია მრევლიშვილი, რომელმაც არქიმანდრიტ სოფრონისაგან ნოტებზე ჩაიწერა კახური გალობის ნიმუშები[1].
ახალი შუამთის ღვთისმშობლის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
სიძველეები
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია. იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოოჭვილი. ხატს ზურგზე 44 წმინდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
გალერეა
ხედი სამხრეთ დასავლეთიდან ჯაბა ლაბაძის ფოტო
ფასადის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან ჯაბა ლაბაძის ფოტო