„აშიკ-ქერიბი“[ა] — 1988 წელს სერგო ფარაჯანოვისა და დოდო აბაშიძის მიერ გადაღებული ფილმი მიხეილ ლერმონტოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ეს იყო ფარაჯანოვის ბოლო დასრულებული ფილმი, მიძღვნილი მისი უახლოესი მეგობარი ანდრეი ტარკოვსკისთვის, რომელიც ორი წლით ადრე გარდაიცვალა.
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
აშიკ-ქერიბს სურს ცოლად ითხოვოს შეყვარებული, თუმცა ამ უკანასკნელის მამა თანახმა არაა ქერიბის ხელმოკლეობის გამო. სატრფო ფიცს დებს დაელოდოს ვაჟს ათასი დღე, სანამ ის დაბრუნდება საკმარისი ფულით, რათა მამამისი დაითანხმოს. აშიკ-ქერიბი ქონების მოსახვეჭად შორ გზას დაადგა. დიდხანს იმოგზაურა. ბევრი რამ გადაიტანა. სიმდიდრე ვერ იშოვა, ბევრი რამ შეიცნო და ერთგულ სატრფოს კვლავ უპოვარ პოეტად დაუბრუნდა.
როლებში
ჯილდოები
- ევროპული კინოს აკადემიის პრემია „ფელიქსი“ საუკეთესო მხატვრის ნომინაციით (შ. გოგოლაშვილს, გ. ალექსი-მესხიშვილს, ნ. ზანდუკელს), დასავლეთ ბერლინი (1988).
შენიშვნები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო