აღმოსავლეთი სეპიკი (ინგლ. East Sepik Province) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. პროვინციის ადმინისტრაციის ცენტრია — ქალაქი ვევაკი, რომელიც მდებარეობს ბისმარკის ზღვის სანაპიროზე. პროვინციის საერთო ფართობია — 43 426 კმ², ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მიხედვით — 450 530 ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი ცხოვრობს ვევაკში, ასევე მცირე დასახლებულ პუნქტებში მდინარე სეპიკის ხეობაში. პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე ახალი გვინეა. ამას გარდა, მასში შედის მრავალრიცხოვანი სანაპირო კუნძულები, მათ შორის, კაირირუ და სხაუტენის კუნძულები.
გეოგრაფია
პროვინციის შიდა რაიონები მთიანია, დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. ნაპირთან ახლოს მთიანი ლანდშაფტი იცვლება დაბლობით. აქ მოედინება მდინარე სეპიკი, რომელიც, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სავარაუდოდ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ყველაზე დიდი ჭარბტენიანი ტერიტორიაა, რომელზეც არ მომხდარა დამღუპველი ანთროპოგენური ზემოქმედება.[1] მდინარეზე მდებარეობს კლაკნილების ზოლი, ანუ მეანდრი, სიგანით 5—10 კმ, რომელიც წარმოიქმნება მდინარის მთელი დინების გასწვრივ. ამას გარდა, მდინარემ წარმოქმნა დიდი ჭალები ვაკეზე ჭალიანი ჭაობებით სიგანით 70 კმ-მდე.[1] ამავე დაბლობებში მდებარეობს მრავალრიცხოვანი (დაახლოებით 1500) მდინარის ძველი კალაპოტები და ტბები, რომელთაგან ყველაზე დიდია — ჩამბრის ტბები.[1]
ისტორია
ამ მიწების პირველი ევროპელი აღმომჩენები გახდნენ გერმანელი მოგზაურები და ვაჭრები.[2] ისინი უფრო მეტად დაკავებული იყვნენ ან ვაჭრობით, ან ადგილობრივი პლანტაციების ორგანიზებით ქოქოსის პალმების მოყვანის მიზნით, რომელთა ნაყოფსაც იყენებდნენ კოპრის წარმოებისთვის, რომელიც მიდიოდა ექსპორტზე. XIX საუკუნის ბოლოსათვის თანამედროვე პროვინციის ტერიტორია გახდა გერმანიის ახალი გვინეის კოლონიის ნაწილი.
1914 წელს გერმანიის ტერიტორიები ახალ გვინეაზე გადავიდა ავსტრალიის კონტროლ ქვეშ, რომელიც 1921 წლიდან მართავდა მას ერთა ლიგის მანდატით, როგორც სამეურვეო ტერიტორიის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის წლებში პროვინციის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა დიდი ბრძოლები ავსტრალიის და აშშ-ის ჯარებსა და იაპონიის შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც, მიუხედავად ამისა, მთლიანად განადგურდა 1945 წელს.
1975 წლიდან აღმოსავლეთი სეპიკის პროვინცია დამოუკიდებელი სახელმწიფო — პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.
ენა
ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს 200-ზე მეტ მკვიდრ ავსტრონეზიული ენებზე.[3] ბევრი მაცხოვრებელი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად.
ეკონომიკა
ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს შეადგენს სოფლის მეურნეობა. ვითარდება ტურიზმი.
სქოლიო