აღმოსავლეთი გასასვლელი, ცუსიმის სრუტე, კრუზენშტერნის გასასვლელი — კორეის სრუტის სამხრეთ-აღმოსავლეთი გასასვლელი კუნძულ ცუსიმას (დასავლეთი), იკისა და ოკინოსიმის კუნძულებს (აღმოსავლეთი) შორის. მინიმალური სიგანე 46 კმ, მინიმალური სიღრმე ფარვატერზე 92 მ. აღმოსავლეთი გასასვლელით ჩინეთის ზღვიდან იაპონიის ზღვაში გადის ცუსიმის მუდმივი თბილი დინება, რომლის სიჩქარეა 1 კმ/სთ.
ლიტერატურა