აქსისი (ლათ. Cervus axis) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 150 სმ-მდეა, სიმაღლე 100 სმ-მდე. იწონის 40 კგ-მდე. წითური ბალანი მრავალრიცხოვანი თეთრი ფორეჯებით აქვს მოხატული. ხარის რწების სიგრძე 100 სმ-მდეა. ფური ურქოა. გვხვდება ინდოეთსა და ცეილონში. ამჟამად აქსისთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, ზოგან სულ ამოწყვეტილია. ცხოვრობს ჯოგებად, იკვებება ბალახით, იშვიათად მერქნიანი მცენარეების ფოთლებითა და ნაყოფით. მაკეობა 7-8 თვე გრძელდება. შობს 1-2 ნუკრს.
ლიტერატურა