„ასტერიქსი და კლეოპატრა“ (ფრანგ. „Astérix et Cléopâtre“) — რიგით მეექვსე წიგნი ასტერიქსის შესახებ კომიქსების სერიაში. მასში მოთხრობილი ისტორიების ავტორი რენე გოსინია, ხოლო მხატვარი - ალბერ უდერზო. კომიქსი იბეჭდებოდა ჟურნალში Pilote (1963, გამოშვებები 215-257), ხოლო ალბომის სახით გამოიცა 1965 წელს, გამომცემლობის Hachette მიერ.
სიუჟეტის მიხედვით, იულიუს კეისარი ხვდება კლეოპატრას. ამ შეხვედრისას იმპერატორი ეგვიპტელთა შესაძლებლობებში ეჭვს შეიტანს, რასაც მოჰყვება სანაძლეო - კლეოპატრა შეჰპირდება, რომ 3 თვეში ალექსანდრიაში ააშენებს დიდ სასახლეს. არქიტექტორი ედიფისი იპოვის გამოსავალს - იგი გალებს ესტუმრება, ჯადოსნური სასმელისათვის, რომლის დახმარებით იმედოვნებს სასახლის უმოკლეს ვადებში დასრულებას.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| ასტერიქსის გამოცემები |
გოსინი და უდერზო | |
---|
| მხოლოდ უდერზო | |
---|
| | |
---|
| | |
---|
| სხვა წიგნები | |
---|
|
---|
| ფილმები |
ანიმაციური ფილმები | |
---|
| მხატვრული ფილმები | |
---|
|
---|
| ვიდეო თამაშები | |
---|
| პერსონაჟები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|