არტურ ტაიმაზოვი (ოს. Таймазты Барисы фырт Артур; რუს. Артур Борисович Таймазов; დ. 20 ივლისი, 1979) — ოსი-უზბეკი-რუსი მოჭიდავე და პოლიტიკოსი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უზბეკი ოლიმპიელი, მანამ სანამ დოპინგის გამო 2 ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოერთმეოდა.[2] 2016 წელს პარტია „ერთიანი რუსეთიდან“ არჩეული იქნა რუსეთის სახელმწიფო დუმის მე-7 მოწვევის დეპუტატად.[3]
2017 წლის 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ნიმუშების გადამოწმების შედეგად იგი დისკვალიფიცირებული იქნა 2008 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დოპინგის დარღვევის გამო. შედეგად ტაიმაზოვს ჩამოერთვა პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედალი.[4] 2019 წლის 23 ივლისს გამოცხადდა, რომ ნიმუშების ხელახალი ტესტირების შედეგად იგი დისკვალიფიცირებული იქნა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან, მიზეზი ამჯერადაც დოპინგია. მას ჩამოერთვა 2012 წლის ლონდონში გამართული ოლიმპიადის ოქროს მედალი.[5]
ადრეული ცხოვრება
ბავშვობაში დაკავებული იყო ძალოსნობით. როდესაც 11 წლის გახდა, მის სოფელში თავისუფალი ჭიდაობის კლუბი გაიხსნა და მან ჭიდაობა გადაწყვიტა. მისი უფროსი ძმა ტიმურ ტაიმაზოვი იყო 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძალოსნობაში, გამოდიოდა უკრაინის სახელით.
კარიერა
არტურ ტაიმაზოვი არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2003, 2006), ორგზის ვერცხლის მედლის პრიზიორი (2001, 2010) და ერთგზის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2007). არის აზიური თამაშების სამგზის გამარჯვებული (2002, 2006, 2010). არის აზიის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული (2000, 2011).
ოლიმპიური თამაშები
2000 წლის სიდნეის ოლიმპიური თამაშები
მისთვის სადებიუტო ოლიმპადა იყო სიდნეიში 2000 წელს გამართული თამაშები. ამ თამაშებზე ტაიმაზოვმა პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა 130 კგ წონით კატეგორიაში. გავიდა ფინალში სადაც რუს დავიდ მუსულბესთან დამარცხდა.
2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშები
2004 წელს ათენში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 120 კგ წონით კატეგორიაში ტაიმაზოვმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში დაამარცხა ირანელი ალირეზა რეზაი.
2008 წლის ბეიჯინის ოლიმპიური თამაშები
მან წარმატებით დაიცვა 120 კგ წონით ტიტული პეკინში ოთხი წლის შემდეგ, ამჯერად დაამარცხა მუსულბესი ნახევარფინალში, ფინალში 3–0, 1–0 მოიგო რუს ბახტიარ ახმედოვთან. პეკინში მეორე ოლიმპიური ტიტულის შემდეგ, მას მიენიჭა ორდენი „Buyuk Hizmatlari Uchun Order“[6] („გამორჩეული სამსახურისთვის“).
2016 წელს მისი შარდის ნიმუში ხელახლა გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ის აკრძალულ ნივთიერებას იღებდა. ამის გამო ჩამოართვეს 2008 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი.[1] დაარქივებული 2021-10-21 საიტზე Wayback Machine. [7]
2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშები
2012 წლის ლონდონის თამაშებში მან ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ფინალში ქართველი დავით მოძმანაშვილის დამარცხებით, ანგარიშით 2:0.
მისი ათლეტის გვერდზე მითითებული იქნა რომ მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრი იყო, მაშინ როდესაც სინამდვილეში ტაიმაზოვი 15 სანტიმეტრით მაღალია. მისი სიმაღლე 190 სანტიმეტრს შეადგენს..[8]
2019 წლის 23 ივლისს გამოცხადდა, რომ ნიმუშების ხელახალი ტესტირების შედეგად იგი დისკვალიფიცირებული იქნა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან, მიზეზი ამჯერადაც დოპინგია. მას ჩამოერთვა 2012 წლის ლონდონში გამართული ოლიმპიადის ოქროს მედალი..[5][9]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო