აგულისელი ენათმეცნიერის, დოქტორ ჰოვჰანნეს ჰახნაზარიანის ძე.
1959 წელს დაამთავრა თეირანის ქუშეშ-დავთიანის სკოლა ირანში, 1969 წელს დაამთავრა აახენისჰრენოს-ვესფალიას უმაღლესი ტექნიკური სკოლის, არქიტექტურისა და საქალაქო ინჟინერიის არქიტექურის ფაკულტეტი. 1973 წელს დაამთავრა ქალაქმშენებლობის ფაკულტეტი, არქიტექურის დოქტორის წოდებით (Dr. Ing. Architekt-Planer).
კვლევითი მოღვაწეობა დაიწყო 1968 წელს, არტაზის პროვინციის „წმინდა თადევოსის“ მონასტრის შესწავლით.
1970 წლის განმავლობაში განახორციელა რიცხვით ექვსი მეცნიერული ექსკურსია დასავლეთ სომხეთში, თითოეული ექსკურსია ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
უუფრო მოგვიანებით პირადად მეცნიერულ ექსკურსიებში მონაწილეობას ვერ იღებდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ხელს უწყობდა და ორგანიზებას უწევდა მეცნიერულ ექსკურსიებს დასავლეთ სომხეთში, კილიკიაში და მცირე სომხეთი.
1973 წელს დაქორწინდა არქიტექტორ მმარგრით ბუნემანთან (Margrit Bunemann) მათ შეეძინათ ორი ქალიშვილი, თალინი და შაჰრიზი.
1974 წელს თეირანში დააარსა და ხელმძღვანელობა გაუწია „მონიტ“ (Monit) არქიტექტურულ კომპანიას.
1982 წელს, აახენში ოფიციალურად დააარსა „სომხური არქიტექტურის შესწავლის“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია (2010 წლიდან დააარსა ფონდი), რომელიც 1996 წელს დარეგისტრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო 1998 წელს სომხეთში.
1983 წლიდან დიდი ხნის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს აახენის უნივერსიტეტის ქალაქმშენებლობის ფაკულტეტზე.
გარდაიცვალა აახენში, ხოლო მისი ფერფლი დაასვენეს აახენში და არტაშავანის სოფლის სასაფლაოზე.
შეკეთება
ვანაქის „წმინდა სარგისის“ ეკლესია, თეირანის „წმინდა გევორქის„ ეკლესია
„წმინდა სტეფანოსის“ ეკლესია (დარაშამბი), აარტაზის „წმინდა თადევოსის“ ეკლესია
„წორ წორის“ ეკლესია, ქარინ ტაკის „წმინდა ღვთისმშობლის“ ეკლესია
დადივანქის კომპლექსის სხვა და სხვა შენობები, ტათევ სოფლის ეკლესია
დავით ბეკის სოფლის ეკლესია, „საღმოსავანქი“
უში სოფლის „წმინდა სარგისის“ ერთნავიანი ეკლესია
ქესაბის, გარატურან სოფლის „წმინდა სტეფანოსის“ ეკლესია
ქესაბის დაბაში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის დასახლებული სახლები
გამოცემები
1983-1989 წ. „Armenian Architecture“ მიკრო ფირების 7 ტომეული
მინიშნებები სომხური არქიტექტურიდან, 1988
Documents of Armenian Architecture. Nor Djulfa, Venezia, 1992.