მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა გამოსვლისას კრიტიკოსებისგან უარყოფითი შეფასება მიიღო, მან მაინც მოახერხა დიდი თანხის გამომუშავება, რითაც ის 1998 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. ასტრონომებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფილმი ღრმა გავლენა მეცნიერულად უფრო ზუსტი იყო ვიდრე არმაგედონი. [1][2]
1998 წლის მაისში Walt Disney Studios- ის თავმჯდომარემ ჯო როტმა 3 მილიონი დოლარით გაზარდა ფილმის ბიუჯეტი, რომელიც მეტწილად სპეციალურ ეფექტებზე დაიხარჯა. [3]
ღრმა გავლენის მწერლის, ბრიუს ჯოელ რუბინის თქმით, დისნეის პრეზიდენტმა ყურადღება გაამხვილა იმაზე, რაც მწერალმა სცენარის შესახებ ლანჩისას უამბო და სწორედ ასე დაიწყო არმაგედონზე მუშაობა დისნეიში. [4]
ფილმის სცენარზე ცხრა მწერალი მუშაობდა, რომელთაგან ხუთი უკვე ტიტულოვანი იყო. რობერტ როი პულის, ჯონათან ჰენსლიის, ტონი გილროის, შეინ სალერნოს და ჯეი ჯეი აბრამსის გარდა, მწერლები იყვნენ პოლ ატანაზიო, ენ ბიდერმანი, სკოტ როზენბერგი და რობერტ ტოუნი. თავდაპირველად, ეს იყო ჰენსლიის სცენარი. მაშინდელმა პროდიუსერმა ჯერი ბრუკჰაიმერმა დაიქირავა მწერლები, რომლებმაც დაარედაქტირეს და დაამუშავეს თავდაპირველი სცენარი.[5]
ფილმის გამოსვლა
არმაგედონის პრემიერამდე ფილმის რეკლამა გადიოდა Super Bowl XXXII-ზე, რაც 2.6 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.[6]
გამოხმაურება
შემოსავალი
არმაგედონი გამოვიდა 1998 წლის 1 ივლისსაშშ-ისა და კანადის 3 127 კინოთეატრში. მან გამოსვლის კვირაში 36 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ჩარტების ლიდერი გახდა. ამერიკასა და კანადაში ფილმმა, საბოლოო ჯამში, 201.6 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა, მსოფლიოს სხვა ნაწილებში კი - 352.1 მილიონი აშშ დოლარი, რაც მთლიანად 553.7 მილიონ აშშ დოლარის შეადგენს.[7]არმაგედონი იტო 1998 წლის ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ფილმი მსოფლიოში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი (რიგითი რაიანის გადასარჩენად-ის შემდეგ).
კრიტიკოსთა გამოხმაურება
არმაგედონმა ძირითადად უარყოფითი შეფასებები მიიღო კინოკრიტიკოსებისგან, განსაკუთრებით იწუნებდნენ ფილმის დასასრულს. [8] ვებგვერდ Rotten Tomatoes-ზე, ფილმს აქვს 38%-იანი შეფასება 121 მიმოხილვის საფუძველზე და მისი საშუალო ნიშანი არის 5.2 10-დან. [9] CinemaScore-ზე, სადაც ფილმებს მაყურებელი აფასებს, არმაგედონს აქვს „A-" შეფასება A+-დან F-მდე მასშტაბით. [10]
ჯილდოები და ნომინაციები
ფილმმა მიიღო ოსკარის ოთხი ნომინაცია ოსკარის 71-ე დაჯილდოებაზე, საუკეთესო ხმისთვის ( კევინ ო'კონელი, გრეგ პ. რასელი და კიტ ა. ვესტერი), საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის, საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის (Aerosmith-ის „I Don't Want to Miss a Thing"). [11] ფილმმა მიიღო სატურნის ჯილდოები საუკეთესო რეჟისურისა და საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმისთვის (სადაც არმაგედონსა და ბნელ ქალაქს შორის ფრე გათამაშდა). იგი ასევე იყო ნომინირებული ოქროს ჟოლოზე შვიდი ნომინაციით,[12] მათ შორის: ყველაზე ცუდი მსახიობი (ბრიუს უილისი), ყველაზე ცუდი სურათი, ყველაზე ცუდი რეჟისორი, ყველაზე ცუდი სცენარი, ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი (ლივ ტაილერი), ყველაზე ცუდი ეკრანული წყვილი (ტაილერი და ბენ აფლეკი) და ყველაზე ცუდი ორიგინალური სიმღერა, საიდანაც გაიმარჯვა მხოლოდ ერთში და ბრიუს უილისმა მიიღო ყველაზე ცუდი მსახიობის ჯილდო. დაჯილდოვდა მხოლოდ ერთი რაზი: ბრიუს უილისმა მიიღო ყველაზე ცუდი მსახიობის ჯილდო არმაგედონისთვის, გარდა ამისა, მისი მონაწილეობა ფილმებში Mercury Rising და The Siege, ორივე წელს გამოვიდა იმავე წელს, როგორც ეს ფილმი.