არგენტინის სენატი (ესპ. Senado de la Nación Argentina) – არგენტინის ეროვნული კონგრესის, არგენტინის პარლამენტის ზედა პალატა. შედგება 72 ადგილისაგან, რომელთაც იკავებს ქვეყნის თითოეული პროვინციიდან სამი-სამი წარმომადგენელი. წარმომადგენლების რაოდენობა გაისაზღვრა 1994 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1995 წლის 14 მაისის არჩევნების შემდეგ. სენატს ხელმძღვანელობს არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი. 2019 წლის 10 დეკემბრიდან სენატის პრეზიდენტია ვიცე-პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი.
არგენტინის კონსტიტუციის 55-ე მუხლის თანახმად არგენტინის სენატის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს:
- 30 წლის მაინც;
- არგენტინის მოქალაქე 6 წლით მაინც
- წარმოშობით იმ პროვინციიდან, სადაც კენჭს იყრის, ან მუდმივად ცხოვრობდეს იმ პროვინციაში ბოლო 2 წლის განმავლობაში.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში