არაქსის რესპუბლიკა (ასევე არასის რესპუბლიკა, აზერ. Araz Türk Cümhuriyyəti, სომხ. Արաքս Հանրապետություն) — არაღიარებული სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მოიცავდა დღევანდელი ნახჭევნის ტერიტორიას და 1918 წელს ნახჭევანის ეროვნული (ისლამური) საბჭოს მიერ გამოცხადდა. რესპუბლიკის სათავეში გენერალ-გუბერნატორი ჯაფარგული-ხან ნახიჩევანსკი დადგა.
1919 წლის ივნისში სომხეთის ჯარმა ბრიტანეთის სააკუპაციო ჯარებთან ერთად ქალაქი ნახჭევანი აიღო და არაქსის რესპუბლიკა ლიკვიდირებულ იქნა. ამ ფაქტმა შეიარაღებული კონფლიქტი გამოიწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ერთ თვეში აზერბაიჯანულმა ჯარმა სომხეთის ჯარი ნახჭევანის ტერიტორიიდან გააძევა.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Гаджиев А. Из истории Карсской и Аразско-Тюркской Республик. Баку, 1994
რესურსები ინტერნეტში