აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა
აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი); დასაწყისი რევაზ ლაღიძის ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც სალდათის შესახვევი. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია კადეტის შესახვევის სახელწოდებით; 1923 წლიდან კურსანტების შესახვევი ეწოდებოდა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ალექსანდრე გერცენის შესახვევი ერქვა. 1992 წელს აპოლონ ქუთათელაძის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. ლიტერატურა
Information related to აპოლონ ქუთათელაძის ქუჩა |