ანდრეს პალოპ სერვერა — (დ. 22 ოქტომბერი, 1973, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი. თამაშობს საფეხბურთო კლუბ „სევილიაში“ მეკარის პოზიციაზე. ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს.
კარიერა
ანდრეს პალოპი არის საფეხბურთო კლუბ „ვალენსიის“ აღზრდილი სადაც დაიწყო მან კარიერა. იქ ის იყო სანტიაგო კანისარესის დუბლიორი. 1997-1999 წლის სეზონებში ის განათხოვრებული იყო „ვილიარეალში“. 2005 წელს კი „სევილიის“ რიგებში ჩაირიცხა და ის კლუბის ძირითადი მეკარე გახდა.
საინტერესო ფაქტები
2007 წლის 15 მარტს უეფას თასის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში „სევილია“ საკუთარ მოედანზე დონეცკის „შახტართან“ აგებდა 1:2-ს. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა მეკარემ მოახერხა უკრაინული გუნდის კარში თავით გოლის გატანა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით ტაიმში კი „სევილელებმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ფინალში კი პალოპის გუნდი „ესპანიოლს“ დაუპირისპირდა, სადაც პალოპმა 11 მეტრიანების სერიაში 3 პენალტის მოგერიება მოახერხა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ერთად მან მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს.
ტიტულები
ვალენსია
სევილია
ეროვნული ნაკრები
რესურსები ინტერნეტში