ანგელოზა[1] (ლათ. Angelica) — ორ- და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. ღერო სიმაღლეში 3 მეტრამდეა, შიგნით ღრუ. ფოთლები ფრთისებრი. ყვავილები თეთრი, მოვარდისფრო ან მოყვითალო-მწვანე, შიგნით გადაკეცილი ფურცლებით, შეკრებილი არიან დიდ ქოლგად, ყვავილედის ძირში განლაგებულია მრავალფოთლიანი საბურველი. ნაყოფი ორთესლურაა, რომელიც 2 ნაწილადაა გაყოფილი. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით აერთიანებს 50, 80 ან 100-ზე მეტ სახეობას. უპირატესად გავრცელებულები არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. აღსანიშნავი სახეობებია: ტყის ანგელოზა (A. sylvestris), დუზუნდური, იგივე სამკურნალო ანგელოზა (A. archangelica) და სხვ.[2]
სქოლიო