ანა ბლაუნტი (ინგლ.Anna Blount (დ. 18 იანვარი, 1872 – გ. 12 თებერვალი, 1953) — ამერიკელი ექიმიჩიკაგოდან[3] და ოაკ-პარკიდან. ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტმა1897 წლის 17 ივნისს მას მედიცინის დოქტორის წოდება მიანიჭა. იგი უანგაროდ სთავაზობდა სამედიცინო მომსახურებას ჩიკაგოს დასახლებაში მდებარე Hull House-ის მობინადრეებს, რომელიც დაარსდა 1889 წელს. ანა ბლაუნტი სხვა ქალებსაც მოუწოდებდა გამხდარიყვნენ ექიმები. იყო ექიმ ქალთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.
სექსუალური განათლება და შობადობის კონტროლი
ანა ბლაუნტი ემხრობოდა კონტროლის დაწესებას შობადობაზე და იყო შობადობის კონტროლის მოძრაობის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ხშირად აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ Birth Control Review-ში. მუშაობდა პირველი ამერიკული კონცეფციის კომიტეტში შობადობის კონტროლის შესახებ. ბლანტი კითხულობდა ლექციებს " სექსუალურ ჰიგიენაზე" ჩიკაგოს უმაღლეს სკოლებში, კლუბებსა და უნივერსიტეტებში. [4] მან შექმნა ბროშურები. მაგალითად: "საუბარი დედებთან", სადაც განხილული იყო პრეზერვატივის გამოყენება. მას მიაჩნდა, რომ არასწორი იყო „ქალების დაცვა“ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისგან.[4] ბლაუნტი ავრცელებდა ინფორმაციას შობადობის კონტროლის შესახებ. ამით პირდაპირ არღვევდა კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა დისკუსიებს შობადობის კონტროლის შესახებ. [5]
ანა ბლაუნტი იყო ჩიკაგოს მოქალაქეთა დაბადების კონტროლის კომიტეტის აქტიური წევრი. ოციან წლებში იგი ხაზს უსვამდა ექიმებს შორის ქალების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას. მის სახელმძღვანელოს დაბადების კონტროლის შესახებ ერქვა: "საუბარი ექიმის დედებთან, რომელიც თავად დედაა". მან წარმოადგინა საკუთარი თავი, როგორც პროფესიონალურად მომზადებულმა პიროვნებამ ქალებისთვის კონსულტაციის გასაწევად შობადობის კონტროლის სფეროში. მისი სტატუსი ლეგიტიმირებული იყო იმით, რომ მას ჰყავდა სამი შვილი და სპეციალიზებული იყო გინეკოლოგიასა და პედიატრიაში “ [6] .
დოქტორმა ბლაუნტმა ასევე მხარს უჭერდა ევგენიკის იდეას. [7] მან ევგენიკას უწოდა „თანამედროვე დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრაობა.“ [8] იგი ხელმძღვანელობდა ევგენიკის განათლების საზოგადოებას ჩიკაგოში. ბლაუნტი თვლიდა, რომ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ შვილები მხოლოდ ფსიქიკურად და ფიზიკურად ყველაზე ჯანმრთელი ადამიანებისგან. მას სჯეროდა, რომ „სისასტიკე მემკვიდრეობითი თვისებაა“. [4] იგი ალკოჰოლიზმს, სხვა საკითხებთან ერთად, უკავშირებდა მემკვიდრეობას. [4] ბლაუნტს სჯეროდა, რომ მოსახლეობის შემცირება ხელს შეუწყობდა ომის და მსოფლიო შიმშილის თავიდან აცილებას. [9]
ბლაუნტს არ სჯეროდა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთით უკმაყოფილონი იყვნენ, ქორწინებაში უნდა დარჩენილიყვნენ და ვარაუდობდა, რომ სასამართლოში განქორწინების პროცედურა უნდა გამარტივებულიყო. [10] იგი მხარს უჭერდა განქორწინების საკითხებზე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობის ქალებისგან დაკომპლექტებას. [11]
დოქტორი ანა ბლაუნტი და მისი მეუღლე რალფ ერლ ბლაუნტი მუშაობდნენ Hull House-ში. [19] ისინი ცხოვრობდნენ ოაკ პარკში, ილინოისში და ჰყავდათ სამი შვილი: უოლტერ პატნემი, ერლ ელსვორტი და რუთ ამელია. [20] უოლტერიც და რუთიც ექიმები გახდნენ, რუთი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან 1934 წლის 16 ივნისს, იყო ერთ-ერთი იმ ქალთაგანი, რომელსაც დედამ უბიძგა ექიმის პროფესიის არჩევისკენ. [21][22][23]
↑„Free Love Doctrine Agitates Chicago“. The Rock Island Argus and Daily Union. 1913-03-29. ციტირების თარიღი: 2017-01-22 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
↑„Make Divorces Easier“. The Richmond Item. 1907-08-27. ციტირების თარიღი: 2017-01-22 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
↑„On Boat Trip for Suffrage“. Lawrence Daily Journal-World. 1912-08-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
↑„Trout Wing Holds Sway Over Women“. The Rock Island Argus and Daily Union. 1913-11-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-13. ციტირების თარიღი: 2022-03-23 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ.
↑См. Ruth Blount Bennett, MD, and W.P. Blount, MD, Destruction of Epiphyses By Freezing, The Journal of the American Medical Association, August 31, 1935, Vol 105, pp 661-662.
↑“Prominent Woman’s Suffrage Workers Have Big Families: Duty of Motherhood Argument for Granting of the Ballot,” Chicago Sunday Tribune, March 3, 1912, page 75.
↑Kuźma-Markowska, Zdrowe Matki, Chichiane Dzieci, pages 193-194.
↑Kuźma-Markowska, Zdrowe Matki, Chichiane Dzieci, pages 193-194.