ამერიკული ფინანსების მუზეუმი (ინგლ.Museum of American Finance) — ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი დამოუკიდებელი საჯარო მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ამერიკის ფინანსებისა და ფინანსური ისტორიის შენარჩუნებას, გამოფენას და სწავლებას. მდებარეობს ფინანსურ უბანშიმანჰეტენზე, ნიუ-იორკში.[1] მუზეუმი არის სმიტსონის ინსტიტუტის შვილობილი. ეს არის გადასახადისაგან გათავისუფლებული ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებულია ნიუ-იორკის შტატის განათლების დეპარტამენტის რეგენტთა საბჭოს მიერ.
ამერიკული ფინანსების მუზეუმი დაარსდა 1988 წელს, როგორც ამერიკის ფინანსური ისტორიის მუზეუმი, მაგრამ 2005 წელს ეწოდა ამერიკული ფინანსების მუზეუმი.[2]2006 წლის დეკემბრამდე მდებარეობდა ბროდვეის 26-ში.[3]2008 წლის 11 იანვარს მუზეუმი გაიხსნა ახალ ადგილას უოლ-სტრიტის 44 ნომერში, რომელიც გალხავთ ნიუ-იორკის ბანკის ყოფილი შტაბი.[4]
ფინანსური განათლება
2010 წელს მუზეუმმა დააფუძნა თავისი ფინანსური განათლების ცენტრი, რომელიც საბავშვო ბაღის მოსწავლეებს სთავაზობს საკლასო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას (MBA). 2011–2013 წლებში ამერიკული ფინანსების მუზეუმი თანამშრომლობდა Junior Achievement– თან ფინანსური განათლების ცენტრის ფარგლებში თავისი „საფინანსო პარკის“ პროგრამის შეთავაზებით.[5]
კოლექციები და გამოფენები
ამერიკული ფინანსების მუზეუმი აქტიურად აგროვებს დოკუმენტებს და არტეფაქტებს ფინანსურ ბაზრებთან, ფულთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებით. მისი კოლექცია მოიცავს 10 000 – ზე მეტ აქციას, ობლიგაციებს, ანაბეჭდებს, გრავიურებს, ფოტოსურათებს, ბანკნოტებს, ჩეკებს და წიგნებს. მუდმივი გამოფენები ფოკუსირებულია ფინანსურ ბაზრებზე, ფულზე, საბანკო საქმეზე და მეწარმეობაზე. დროებითი გამოფენები მოიცავდა: ,,ბარინგი ამერიკაში: ინტერაქტიული საინვესტიციო გამოცდილება" (2012 წლის დეკემბერი - 2013 წლის აპრილი),[6] ,,ჩეკები და ბალანსი: პრეზიდენტები და ამერიკული ფინანსები" (2011 წლის ნოემბერი - 2013 წლის მარტი),[7] ,,კრედიტის მონიტორინგის კრიზისი "(გრძელდება 2009 წლიდან);[8][9] ,,ალეგზანდერ ჰამილტონი: შთამომავლობა და მემკვიდრეობა "(2011 წლის აპრილი - 2012 წლის მარტი);[10] ,,სკანდალი! ფინანსური დანაშაულის ჩიკანერია და კორუფცია, რომელმაც შეძრა ამერიკა" (2010–11)[11][12] და „უოლ სტრიტის ქალები“ (2009–10).[13]
გამოფენა ,,ალეგზანდერ ჰამილტონი: შეუცვლელი დამფუძნებელი და მეოცნებე" გაიხსნა 2014 წლის 29 ოქტომბერს. ხაზინის ყოფილმა მდივანმა ტიმოთი გეითნერმა გამოფენის გასახსნელად ლენტი გაჭრა, რომელიც მდებარეობს ამერიკული ფინანსების მუზეუმის ალეგზანდერ ჰამილტონის ოთახში. გამოფენის თანა-კურატორი იყო ჯონ ჰერცოგი, ამერიკული ფინანსების მუზეუმის დამფუძნებელი და მარიანა ოლერი, ალეგზანდერ ჰამილტონის ცნობიერების ამაღლების საზოგადოების თავმჯდომარე. ეს გამოფენა გაკეთდა ალეგზანდერ ჰამილტონის 225 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამჟამად გამოფენა მუზეუმის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მასში წარმოდგენილია ალეგზანდერ ჰამილტონთან და მის ფინანსურ პროგრამებთან დაკავშირებული იშვიათი საგნები.[14]
პროგრამები და ღონისძიებები
2012 წლიდან ამერიკული ფინანსების მუზეუმი თანამშრომლობს ალეგზანდერ ჰამილტონის ცნობიერების ასამაღლებელ საზოგადოებასთან ერთად, რომელიც მასპინძლობს ყოველწლიურ ღონისძიებებს CelebrateHAMILTON და Happy Birthday Hamilton!. ღონისძიებებში შედის: "ალეგზანდერ ჰამილტონის სიდიადის არსი", ჰამილტონი ჯეფერსონის წინააღმდეგ ისტორიული ინტერპრეტატორები - ,,დებატები",[15] "საუბარი კურატორებთან" ჯონ ჰერცოგთან და მარიანა ოლერთან ერთად, ,,ალეგზანდერ ჰამილტონი - შეუცვლელი დამფუძნებელი და მეოცნებე", ,,ახალი აღმოჩენები ალეგზანდერ ჰამილტონის ცხოვრებაში, ,,საუბარი ავტორსა და ისტორიკოს მაიკლ ე. ნიუტონსთან და მისი ახალი წიგნის, ალეგზანდერ ჰამილტონი - ფორმირების წლები, პრეზენტაცია.[16][17]
ამერიკული ფინანსების მუზეუმის პროგრამები მოიცავს ლანჩის სწავლის სერიას, რომელიც შეიცავს საუბრებს, დემონსტრაციებს და პრეზენტაციებს ლანჩის დროს, ასევე გასეირნებასა და ფილმების ჩვენებას. მუზეუმში ყოველწლიურად იმართება გალა დაჯილდოება საჯარო სამსახურისა და ფინანსური ლიდერობისათვის, რომელსაც სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე და გოლდმან საჩსის თანათავმჯდომარე ჯონ უაითჰედის სახელი ჰქვია. დაჯილდოებულთა შორის არიან პოლ ვოლკერი,[18]პიტ პეტერსონი,[19]უილიამ დონალდსონი,[20]ფელიქს როჰატინი[21] და უილიამ ჰარისონ უმცროსი[22].
პუბლიკაციები
ამერიკული ფინანსების მუზეუმი რეგულარულად აქვეყნებს ფინანსების ისტორიის საკითხებს. მუზეუმის ჟურნალი აქვეყნებს ფინანსური ისტორიკოსების და ჟურნალისტების შემოწმებულ სტატიებს ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენებზე და ინდივიდებზე და ფინანსებთან დაკავშირებულ სხვა თემებზე.[23]2011 წელს მუზეუმმა გამოუშვა ფინანსური ისტორიის მე-100 ნომერი სრული ფერადი ორმაგი გამოცემით. ამერიკული ფინანსების მუზეუმი ასევე აქვეყნებს წიგნებსა და კატალოგებს, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ გამოსული, ამერიკული საფონდო ბაზრის რევოლუციური დასაწყისი, რომელიც შეიცავს ბევრ დოკუმენტს ,,ამერიკის პირველი IPO" გამოფენაზე.