ამელი (ფრანგ. Le Fabuleux Destin d'Amélie Poulain, ქართ. ამელი პულენის განუმეორებელი ბედი) — 2001 წლის რომანტიკული კომედია, რომლის რეჟისორია ჟან-პიერ ჟენე. ფილმი არის თანამედროვე პარიზული ცხოვრების უცნაური გამოსახვა, რომელიც ხდება უბან მონმარტრში და გვიყვება მორცხვი ოფიციანტის ისტორიას, რომლის როლსაც ოდრი ტოტუ თამაშობს და რომელიც გადაწყვეტს უკეთესობისაკენ შეცვალოს მის ირგვლივ მყოფი ხალხის ცხოვრება, სანამ თავისივე მარტოობას ებრძვის. ფილმი ფრანგული და გერმანული კომპანიების ერთობლივი თანამშრომლობით შეიქმნა.
ჯილდოები
„ამელი" გახდა საუკეთესო ფილმი ევროპული კინოს დაჯილდოებაზე, მიიღო ოთხი სეზარი (მათ შორის: საუკეთესო ფილმისათვისა და საუკეთესო რეჟისორისათვის), ორი ბაფტა (მათ შორის: საუკეთესო სცენარისათვის) და იყო წარდგენილი ოსკარის ხუთ ნომინაციაზე.
BAFTA
სეზარი
- სეზარი საუკეთესო რეჟისორისთვის: ჟან პიერ ჟენე
რესურსები ინტერნეტში