ამასონასის შტატი (ესპ.Estado Amazonas) — ვენესუელის23 შტატიდან სიდიდით მეორე. შტატის დედაქალაქია პუერტო-აიაკუჩო, ხოლო 1900 წლამდე სან-ფერნანდო-დე-ატაბაპო იყო. სახელი ამასონასი მომდინარეობს მდინარე ამაზონიდან, თუმცა შტატის დიდი ნაწილი დრენირებულია მდინარე ორინოკოთი. ამასონასის შტატის ფართობი 176 899 კმ²-ია, მოსახლეობა შეადგენს 142 200 ადამიანს (2007 წლის აღწერით), ხოლო სიმჭიდროვე – 0.87 ად/კმ².