ალფრედო კაზელა (დ. 25 ივლისი, 1883, ტურინი — გ. 5 მარტი, 1947, რომი) — იტალიელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. იყო კლასიციზმისა და ნეო-კლასიციზმის წარმომადგენელი. ეკუთვნის არაერთი საფორტეპიანო, ვოკალური და საორკესტრო ნაწარმოები. მისი უამრავი სტუდენტი მოგვიანებით აგრეთვე გახდა ცნობილი კომპოზიტორი. 1921 წელს დაქორწინდა ივონ მიულერზე. მათი შვილიშვილი არის მსახიობი დარია ნიკოლიდი, შვილთაშვილი აზია არგენტო, აგრეთვე მსახიობია.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო