1566 წელს იგი იმპერატორ მაქსიმილიან II-სთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. 1574 წელს მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ტახტისათვის კენჭისყრაში, თუმც მის ამ წამოწყებას წარმატება არ მოჰყოლია.
ალფონსო II ხელოვნების მეცენატი იყო და მფარველობდა პოეტ ტორკვატო ტასოს. მან 3-ჯერ იქორწინა:
ყველა მისი ქორწინება უშვილოდ დარჩა და ალფონსო II-ემ მემკვიდრედ ბიძაშვილი, მონტეკიოს მარკიზი ჩეზარე დ’ესტე დანიშნა. პაპმა კლიმენტი VIII-ემ ჩეზარეს მამის უკანონო წარმოშობის გამო ამ უკანასკნელს ფერარა ჩამოართვა და 1598 წელს თავის სამფლობელოებს შეუერთა.