ალფეოსი (ბერძნ. Αλφειός) — მდინარე საბერძნეთში, პელეპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. სათავე აქვს ტაიგეტის მთების დასავლეთ კალთაზე. სიგრძე 110 კმ. ერთვის იონიის ზღვის კიპარისიაკოსის ყურეს.
ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა წყალშემკრებ აუზში 1070 მმ-ია. წყალშემკრები აუზი მოიცავს ცენტრალურ და დასავლეთ პელეპონესს.
წყალშემკრები აუზი იყოფა სამ პრეფექტურას შორის: არკადია (60%), ელისი (30%) და აქაია (10%). აგვისტოს 2007 წელს მდინარე ალფეოსის შუა და ქვემო დინებაში მოხდა ძლიერი ტყის ხანძარი.
ბერძნული მითოლოგიის თანახმად, პელეპონესში მდინარე ალფეოსის ღმერთი ალფეოსი, იყო ოკეანოსისა და თეტიდას შვილი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში