ალჟირი ფართობის მიხედვით აფრიკის უდიდესი და მსოფლიო მასშტაბით მე-10 სახელმწიფოა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა საჰარის უდაბნოა, რომლის ზოგიერთი დიუნიც 180 მეტრზე მაღალია.[1][2] 1976 წლიდან მოყოლებული ალჟირი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014 წლის მოხსენების მიხედვით, აფრიკის ქვეყნებს შორის ალჟირი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობით: 2013 წელს ქვეყანა 2.7 მილიონმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა.[3]
საერთაშორისო ტურისტთა დიდი ნაწილი ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებიდანაა.[4] ალჟირის ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ განვითარებადია. ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელისუფლებამ 2025 წლამდე სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა.[5]
სქოლიო