ალისფერი დამღა

„ალისფერი დამღა“
The Scarlet Letter

ავტორი ნათანიელ ჰოთორნი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემის თარიღი 1850
მედია რბილი და მაგარი ყდები
მომდევნო Angel and Apostle

"ალისფერი დამღა" — ეს არის 1850 წ. დაწერილი რომანტიკული მხატვრული ნაწარმოები ისტორიულ თემაზე. მისი ავტორია ნათანიელ ჰოთორნი. მოცემული რომანი ითვლება ამ მწერლის მთავარ ნაშრომად. მოქმედება ვითარდება მე-17 საუკუნის პურიტანულ ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში 1642-1649 წლებში და იგი მოგვითხრობს ქალის, ჰესთერ პრინის ისტორიას. მას გაუჩნდება ქალიშვილი ადიულტერის შედეგად და შემდეგ კი იბრძვის, რომ მონანიების გზით დაიწყოს ახალი ღირსეული ცხოვრება. მთელს ამ რომანში ჰოთორნი იკვლევს კანონიერების, ცოდვისა და ბრალეულობის თემებს.

სიუჟეტი

1642 წლის ივნისში, პურიტანებით დასახლებულ ბოსტონში ბრბო იკრიბება იმისათვის, რომ უყურონ ოფიციალურ დასჯას. ახალგაზრდა ქალი, ჰესთერ პრინი, დამნაშავედ იქნა ცნობილი ქმრის ღალატში და ამიერიდან მან უნდა ატაროს თავის სამოსზე ამოქარგული მეწამული სიმბოლო "A" (ინგლისურად ამ სიმბოლოთი იწყება სიტყვები adultery და affair _ ღალატი და ადიულტერი). ამას გარდა, იგი უნდა იდგეს სპეციალურ ხარაჩოებზე აღმართულ სამარცხვინო ბოძთან სამი საათის განმავლობაში, რათა საჯაროდ იქნას დამცირებული. როცა ჰესთერი სამარცხვინო ბოძთან ავიდა, ბრბოს ქალების უმეტესობა გაააფთრა მისმა სილამაზემ და წყნარმა, ღირსეულმა თავდაჭერამ. როდესაც მას აიძულებდნენ, რომ ბავშვის მამის სახელი ეთქვა, ჰესთერისგან უარი მიიღეს მის დასახელებაზე.

ჰესთერი ბრბოში შენიშნავს გამხდარ, ცუდად ჩაცმულ კაცს და ცნობს თავის ქმარს, რომელიც დიდი ხანია, რაც ზღვაში დაკარგულად ითვლებოდა. როცა ქმარი შეამჩნევს ქალს სამარცხვინო ბოძთან, იგი ეკითხება ერთ-ერთ კაცს ბრბოში ამ ქალის შესახებ და მისგან მოისმენს თავისი ცოლის ღალატის ამბავს. საბოლოოდ, ქმარი გაბრაზებით წამოიძახებს, რომ ღალატის მეორე მონაწილეც უნდა დასჯილი იქნას და აღთქმას დებს, რომ იპოვის დამნაშავე კაცს. აქვე იგი ირჩევს სხვა სახელს _ როჯერ ჩილინგუორთს, რათა შურისძიების გეგმის შესრულება უფრო იოლად მოახერხოს.

ღირსი მამა ჯონ უილსონი და მისი მოადგილე ეკლესიაში, მამა არტურ დიმსდეილი დაჰკითხავენ ჰესთერს, მაგრამ იგი უარს აცხადებს თავისი საყვარლის სახელის აღიარებაზე. მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდება საკანში, ციხის გუშაგს მასთან შემოჰყავს როჯერ ჩილინგუორთი, თავისთვის ჩვეულ ექიმის ამპლუაში, რათა დაამშვიდოს ჰესთერი და მისი ბავშვი თავისი ფესვებისა და ბალახების ნაყენებით. მას შემდეგ, რაც გუშაგი გავა, ჩილინგუორთი თავის ცოლს აიძულებს, რომ გულახდილად ისაუბროს მასთან. იგი აცხადებს, რომ პატიობს დანაშაულს თავის ცოლს, ხაზს უსვამს რა იმას, რომ მათ შორის ასაკში დიდი განსხვავება იყო. ასევე აღნიშნავს იმას, რომ თავისი წასვლით მან ქალს იმდენივე ავნო, რაც ქალმა შემდეგ ღალატით. თუმცა, ამბობს, რომ ჰესთერის საყვარელი სხვა საქმეა და მოითხოვს ქალისგან, რომ დაასახელოს იგი. როდესაც ჰესთერი უარს ამბობს, კაცი განაცხადებს, რომ მაინც იპოვის დამნაშავეს. ამავე დროს, იგი მოითხოვს ჰესთერისგან, რომ არასოდეს გაამჟღავნოს ის ფაქტი, რომ ჩილინგუორთი სინამდვილეში ჰესთერის ქმარია და თუ ჰესთერი მაინც როდესმე ამას გაამჟღავნებს, მაშინ ბავშვის მამის მოკვლით იმუქრება. ჰესთერი თანხმდება ჩილინგუორთის პირობებს, თუმცა გული უგრძნობს, რომ ინანებს ამას.

მას შემდეგ, რაც ჰესთერს ათავისუფლებენ ციხიდან, იგი ბინავდება ქალაქის განაპირას ერთ-ერთ კოტეჯში და თავს სამკერვალო საქმით ირჩენს. იგი მშვიდი და შეუმჩნეველი ცხოვრებით ცხოვრობს თავის ბავშვთან, პერლთან ერთად. მაგრამ აშფოთებს პერლის უცნაური ხასიათი. ბავშვი უცნაურად მოხიბლულია მეწამული "A" სიმბოლოთი, ვერ ცნობს დედას, თუ მას ამგვარი სამოსი არ აცვია. როცა იზრდება, პერლი კაპრიზულ და ჭირვეულ ბავშვად ყალიბდება. მისი ასეთი ქცევა ჭორებს აძლევს სათავეს, რაც მთავრდება იმით, რომ ეკლესიის წევრები ითხოვენ პერლის წართმევას ჰესთერისათვის.

ჰესთერი, როცა ეს ამბავი მის ყურამდე მიაღწევს, რომ შეიძლება ბავშვი წაართვან, მიდის გუბერნატორ ბელინგემთან აუდიენციაზე. გუბერნატორთან ღირსი უილსონი და დიმსდეილიც დახვდებიან. როცა უილსონი მას ძირითადი ქრისტიანული დოგმების, კატეხიზმოს შესახებ ეკითხება, ჰესთერი პასუხზე უარს აცხადებს, თუმცა კი იცის სწორი პასუხები. ამგვარად, თავისი ბავშვის მეურვეობის საკითხს თვითონვე აყენებს საფრთხის ქვეშ. სასოწარკვეთილი ჰესთერი დიმსდეილს მიმართავს ვედრებით, ეს უკანასკნელი კი ახერხებს გუბერნატორის დარწმუნებას იმ საკითხში, რომ ბავშვი ისევ ჰესთერთან დატოვონ.

ამასობაში ღირსი დიმსდეილის ჯანმრთელობა უარესდება. მოხდება ისე, რომ ჩილინგუორთი დიმსდეილის მეზობლად დაბინავდება. პაციენტის გასინჯვით და მასთან საუბრით ჩილინგუორთს ეჭვი უჩნდება, რომ მღვდლის ჯანმრთელობის გაუარესება აღსარებაზე აუღიარებელი დანაშაულის ბრალი უნდა იყოს. იგი ყოველგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართავს დიმსდეილზე, რათა გაიგოს სიმართლე. ერთ საღამოსაც, როცა იგი მძინარე დიმსდეილის სამოსს გადააწყობს გვერდზე, დაინახავს, რომ სამოსის ქვევით, პერანგზე დიმსდეილიც მეწამულ სიმბოლოს ატარებს.

თავისი დანაშაულის გრძნობით დატანჯული, დიმსდეილი მიდის იმ მოედანზე, სადაც ჰესთერი დასაჯეს რამდენიმე წლის წინ. იგი ადის ხარაჩოზე, ხედავს ქუჩაში ჰესთერს და პერლს და ეძახის მათ თავისთან. იგი მათ წინაშე აღიარებს თავის დანაშაულს, ოღონდ ვერ პოულობს გამბედაობას, რომ იგივე საჯაროდაც გააკეთოს. მოულოდნელად, დიმსდეილს ეჩვენება ცაში კომეტა, რომელსაც გიგანტური ლათინური „A“-ს ფორმა აქვს. ჰესთერს ძლიერ აშინებს დიმსდეილის ჯანმრთელობის გაუარესება და ფიქრობს, რომ დროა ქმრისთვის მიცემული სიჩუმის აღთქმისგან გაითავისუფლოს თავი. იგი შეხვდება ჩილინგუორთს და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ შურისძიების ეს აკვიატებული იდეა მიატოვოს, რათა თავისი საკუთარი სული გადაირჩინოს.

რამდენიმე დღის შემდეგ ჰესთერი დიმსდეილს ტყეში ხვდება პაემანზე, იქ უსახელებს თავისი ქმრის ვინაობას და უყვება მისი შურისძიების სურვილის შესახებ. ამ საუბრის შედეგად იგი არწმუნებს დიმსდეილს, რომ ჩუმად დატოვონ ბოსტონი და გემით გაემგზავრონ ევროპაში, სადაც შეეძლებათ ახლიდან ცხოვრების დაწყება. ეს გეგმა მღვდელს ახალ ძალებს შემატებს. მაგრამ ქალაქში დაბრუნებისას დიმსდეილი სასიკვდილოდ ხდება ავად. ამასობაში, გემის კაპიტანი ჰესთერს აცნობებს, რომ იმავე გემით როჯერ ჩილინგუორთიც აპირებს მგზავრობას.

არჩევნების დღეს დიმსდეილი თავის ერთ-ერთ ყველაზე შთაგონებულ ქადაგებას წარმოთქვამს. მაგრამ როგორც კი პროცესია გადის ეკლესიიდან, დიმსდეილი უარესად ხდება. იგი ადის ხარაჩოზე, სადაც სამარცხვინო ბოძი დგას და საჯაროდ აღიარებს თავის ცოდვას. საბოლოოდ კი ჰესთერის მკლავებში კვდება იქვე. ჩილინგუორთი, რომელსაც უკვე აღარ სურს შურისძიება, ასევე კვდება მალევე ამ ამბის შემდეგ და პერლს საკმაოდ დიდძალ ფულს უტოვებს მემკვიდრეობად. ნაწარმოებში მინიშნებულია, რომ პერლი ამ ფულით ევროპაში მიემგზავრება და შესაძლოა იქ გათხოვდება კიდეც.

რამდენიმე წლის შემდეგ ჰესთერი ბრუნდება თავის კოტეჯში, იგი აგრძელებს მეწამული სიმბოლოს ტარებას სამოსზე და ეხმარება მსგავს სიტუაციაში მოხვედრილ სხვა ქალებს. როდესაც ჰესთერი კვდება, მას მარხავენ დიმერსდეილის საფლავის ახლოს და მათ ორივეს საფლავზე ერთი მარტივი ფიქლის საფლავის ქვა დევს, ისევ და ისევ მეწამული"A" სიმბოლოთი.

ძირითადი თემები

ცოდვა

ჰესთერისა და დიმსდეილის ამბავი მოგვაგონებს ადამისა და ევას ცოდვას, რადგანაც ორივე შემთხვევაში ცოდვას ტანჯვა და გაძევება მოყვება. იგივე ცოდვა იძლევს ცოდნასაც, ჰესთერის შემთხვევაში, იმის ცოდნას, თუ როგორია, მიჩნეული იყო უზნეოდ. ამ ცოდვის ფიზიკური სახსოვარი ჰესთერისთვის არის მეწამული სიმბოლო. მას სურს, რომ მოიშოროს იგი და მოიპოვოს თავისუფლება მჩაგვრელი თანასაზოგადოებისაგან, ასევე თავისი შებღალული წარსულისაგან, ღმერთთან დაშორებისგან. რადგანაც პურიტანული საზოგადოება გარიყავს ესთერს, მას უჩნდება აზრები, რომ პურიტანული კულტურის მრავალი ტრადიცია არასწორია და არ ემსახურება ადამიანის ბედნიერებას.

პურიტანული კანონები

პურიტანული კანონები გამოხატავს პურიტანთა ექსტრემალურ შეხედულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ჰესთერი ამ თემის ღარიბებსა და ავადმყოფებს უვლიდა, თანასოფლელები მაინც გარიყავენ მას, როგორც კი კანონი გამოუტანს განაჩენს. ამ განაპირების გამო ჰესთერი თავის ცხოვრებას მეტწილად მარტოობაში ატარებს და ეკლესიაშიც ვეღარ დადის.

ბრალეულობის განცდა

შედეგად, ჰესთერი იკეტება თავის საკუთარ გონებაში და საკუთარ აზრებში. მისი აზრები იწყებენ საზღვრების გადალახვას და მიდიან იმის მიღმა, რასაც პურიტანები საერთოდ ქრისტიანულს დაარქმევდნენ. იგი ჯერ კიდევ გრძნობს თავის ცოდვას, მაგრამ განსხვავებულად უყურებს მას. მას უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის მიწიერი ცოდვები არ გამოიწვევს სამარადისო სასჯელს. იგი ისე შორსაც მიდის, რომ დიმსდეილს ეუბნება, რომ მათი ცოდვა უკვე გამოისყიდული იქნა თავიანთი ყოველდღიური ტანჯვით და რომ ეს ცოდვა არ შეუშლის ხელს მათ სამოთხეში მოხვედრაში. პურიტანებს კი, ბუნებრივია, სჯეროდათ სრულიად საწინააღმდეგო, რომ ამგვარი ცოდვა აუცილებლად ჯოჯოხეთში მოახვედრებს ცოდვილს.

გამოქვეყნების ისტორია

„მეწამული სიმბოლო“ გამოქვეყნებული იქნა 1850 წლის გაზაფხულზე გამომცემლობაში „Ticknor & Fields“. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფართო ტირაჟით დაბეჭდილი წიგნი ამერიკაში. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში წიგნები ხელით მზადდებოდა და მცირე რაოდენობებით იყიდებოდა. „მეწამული სიმბოლოს“ პირველი მექანიზებული ტირაჟი, 2500 ცალი, გამოსვლისთანავე იქცა ბესტსელერად და სულ 10 დღეში გაიყიდა მთლიანად. ამან ავტორს 1500$-ის შემოსავალი მოუტანა.

კრიტიკის რეაქცია

ლიტერატურული კრიტიკოსების უმეტესობა წიგნს ქებით შეხვდა, მაგრამ რელიგიური საზოგადოების მეთაურებმა წიგნი მაშინვე მიზანში ამოიღეს. ორესტეს ბრაუნსონი ჩიოდა, რომ ჰოთორნს არ ესმის არც ქრისტიანობა, არც სარწმუნოება და არც სინანული. ეკლესიურ მიმოხილვაში და საეკლესიო რეესტრში ჩაიწერა, რომ ავტორი „ცუდ ზნეობას ავრცელებს“.

მეორე მხრივ კი, მე-20 საუკუნის ცნობილმა მწერალმა, დ. ჰ. ლორენსმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია დავასახელოთ ამერიკული წარმოსახვის უფრო ბრწყინვალე პროდუქტი, ვიდრე ესაა „მეწამული სიმბოლო“. ჰენრი ჯეიმსი წერს რომანის შესახებ: „ეს არის მშვენიერი, თაყვანსაცემი, საგანგებო რამ; მას უმაღლეს დონეზე გააჩნია ის დამღა, რასაც ჰოთორნის საუკეთესო ნაწერები ატარებს _ აზრის თვალშეუდგამი სიწმინდე და სიმსუბუქე... ამ რომანს ხშირად შეიძლება დაუბრუნდე; მას იოლად შეიძლება მიეჩვიო და გააჩნია ხელოვნების დიდი ნიმუშებისთვის დამახასიათებელი მომხიბვლელობა და იდუმალება“.

ბევრი თანამედროვე კრიტიკოსი ამ რომანში სიმბოლიზმსაც დაინახავს. ლათინური "A", რომელსაც ინგლისურ ენაში საუკეთესოს, პირველი ხარისხის მნიშვნელობაც გააჩნია, ამ შემთხვევაში სწორედ სიმბოლოა, ოღონდ არა იმდენად ცოდვისა, როგორც მთავარი გმირის ამაყი და მოუდრეკელი ხასიათისა, მისი გამორჩეულობისა.

ქართული თარგმანი

ნათანიელ ჰოთორნის მოცემული რომანი, "მეწამული სიმბოლო" ჯერ არ გამოქვეყნებულა ქართულ ენაზე. თარგმნისას მთარგმნელმა შეიძლება აირჩიოს ამგვარი სათაურებიც: წითელი სიმბოლო, მეწამული A, წითელი A, მეწამული "ანი", ალისფერი "ანი". ახლახან გამოიცა ამავე ავტორის სხვა რომანი ქართულ ენაზე: "სიჭაბუკის ელექსირი".

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Read other articles:

2015 single by DrakeBack to BackSingle by DrakeReleasedJuly 29, 2015 (2015-07-29)GenreTrap[1]Length2:50LabelCash MoneyYoung MoneyRepublicSongwriter(s)Aubrey GrahamJahmar CarterNoah ShebibNavraj GorayaProducer(s)Daxz40[2]Drake[2]Nav[3][4]Drake singles chronology Where Ya At (2015) Back to Back (2015) Charged Up (2015) Back to Back is a song by Canadian rapper Drake. It is the second diss track created by Drake and aimed at American rapper ...

 

 

Article principal : Histoire de la Roumanie pendant la Seconde Guerre mondiale. Monument de la Shoah à Iași. L'expression Shoah en Roumanie désigne la persécution et l'extermination de Juifs en Roumanie, qui débute en 1937 avec les mesures discriminatoires du gouvernement d'Octavian Goga, se poursuit et s'aggrave en 1940 avec l'établissement de « l'État national-légionnaire », devient systématique en 1941 avec le régime Antonescu et cesse le soir du 23 août 1944 lo...

 

 

Estriol sulfate glucuronide Names IUPAC name (2S,3S,4S,5R)-3,4,5-Trihydroxy-6-{[(1S,10R,11S,13R,14R,15S)-14-hydroxy-15-methyl-5-(sulfooxy)tetracyclo[8.7.0.02,7.011,15]heptadeca-2(7),3,5-trien-13-yl]oxy}oxane-2-carboxylic acid Other names Estriol 3-sulfate 16α-glucuronide; 17β-Hydroxy-3-(sulfooxy)estra-1,3,5(10)-trien-16α-yl-β-D-glucopyranosiduronic acid Identifiers CAS Number 4661-65-8 3D model (JSmol) Interactive image ChemSpider 133283 PubChem CID 151223 CompTox Dashboard (EPA) DTXSID0...

Kedung Tumpang merupakan sebuah pantai yang terletak di Desa Pucanglaban, Kecamatan Pucanglaban, Kabupaten Tulungagung, Jawa Timur.[1] Pantai ini dikenal dengan salah satu pantai dengan adanya karang-karang dan tebing yang terjal yang dapat menjadi salah satu hal untuk menarik wisatawan.[1] Selain itu, dengan adanya ceruk (lekukan yang berbentuk seperti kolam) di tengah karang-karang tersebut, wisatawan dapat menggunakannya untuk berenang. Penduduk di sekitar lokasi tersebut k...

 

 

2nd century AD Roman grammarian De verborum significatu Sextus Pompeius Festus, usually known simply as Festus, was a Roman grammarian who probably flourished in the later 2nd century AD, perhaps at Narbo (Narbonne) in Gaul. Work He made a 20-volume epitome of Verrius Flaccus's voluminous and encyclopedic treatise De verborum significatione. Flaccus had been a celebrated grammarian who flourished in the reign of Augustus. Festus gives the etymology as well as the meaning of many words, and hi...

 

 

The Gradiva, an example of a Neo-Attic sculpture Another Neo-Attic relief (British Museum) Neo-Attic or Atticizing is a sculptural style, beginning in Hellenistic sculpture and vase-painting of the 2nd century BC and climaxing in Roman art of the 2nd century AD, copying, adapting or closely following the style shown in reliefs and statues of the Classical (5th–4th centuries BC) and Archaic (6th century BC) periods.[1] It was first produced by a number of Neo-Attic workshops at Athen...

Election in Pennsylvania Main article: 1828 United States presidential election 1828 United States presidential election in Pennsylvania ← 1824 October 31 – December 2, 1828 1832 →   Nominee Andrew Jackson John Quincy Adams Party Democratic National Republican Home state Tennessee Massachusetts Running mate John C. Calhoun Richard Rush Electoral vote 28 0 Popular vote 101,652 50,848 Percentage 66.66% 33.34% President before election John Quincy...

 

 

Retired US Navy officer (born 1957) Mike FrankenDirector of the Defense POW/MIA Accounting AgencyIn officeJanuary 15, 2015 – September 5, 2017PresidentBarack ObamaDonald TrumpPreceded byPosition establishedSucceeded byKelly McKeague Personal detailsBornMichael Thane Franken (1957-11-08) November 8, 1957 (age 66)Sioux Center, Iowa, U.S.Political partyDemocraticSpouse Jordan Franken ​(m. 1989)​Children2EducationUniversity of Nebraska, Lincoln (...

 

 

此條目可参照英語維基百科相應條目来扩充。 (2021年5月6日)若您熟悉来源语言和主题,请协助参考外语维基百科扩充条目。请勿直接提交机械翻译,也不要翻译不可靠、低品质内容。依版权协议,译文需在编辑摘要注明来源,或于讨论页顶部标记{{Translated page}}标签。 约翰斯顿环礁Kalama Atoll 美國本土外小島嶼 Johnston Atoll 旗幟颂歌:《星條旗》The Star-Spangled Banner約翰斯頓環礁�...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2023. Tina StrobosTina Strobos, 1941LahirTineke Buchter(1920-05-19)19 Mei 1920Amsterdam, BelandaMeninggal27 Februari 2012(2012-02-27) (umur 91)Rye, New York, ASKebangsaanBelandaAlmamaterUniversitas AmsterdamPekerjaanPsikiaterDikenal atasMenyelamatkan l...

 

 

Loco shed in Andhra Pradesh, India This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Electric Loco Shed, Vijayawada – news · newspapers · books · scholar · JSTOR (July 2021) (Learn how and when to remove this message) Electric Loco Shed, VijayawadaVijayawada based WAP-7 at Turavoor.Location within Andhra Prade...

 

 

国民阵线Barisan NasionalNational Frontباريسن ناسيونلபாரிசான் நேசனல்国民阵线标志简称国阵,BN主席阿末扎希总秘书赞比里署理主席莫哈末哈山总财政希山慕丁副主席魏家祥维纳斯瓦兰佐瑟古律创始人阿都拉萨成立1973年1月1日 (1973-01-01)[1]设立1974年7月1日 (1974-07-01)前身 联盟总部 马来西亚  吉隆坡 50480 秋傑区敦依斯迈路太子世贸中心(英�...

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Benteng Indragiri Hulu terletak di Kabupaten Indragiri Hulu. Lahannya termasuk dalam wilayah Desa Kota Lama, Kecamatan Rengat Barat. Bagian dalam benteng Indragiri Hulu terbagi dua. Bagian di selatan dijadikan kompleks pemakaman. Sedangkan bagian di se...

 

 

Nigerian Army major general (born 1944) Major GeneralZamani LekwotLekwot in 2023Military Governor of Rivers StateIn officeJuly 1975 – July 1978Preceded byAlfred Papapeye Diete-SpiffSucceeded bySuleiman SaiduCommandant of the Nigerian Defence AcademyIn officeJuly 1979 – 1982Preceded byBrig Joseph GarbaSucceeded byBrig Abdullahi Shelleng Personal detailsBorn (1944-07-19) 19 July 1944 (age 79)Ashong Ashyui, Northern Region, British Nigeria(now Ashong Ashyui (Jankasa), ...

 

 

Penalty in ice hockey This article includes a list of references, related reading, or external links, but its sources remain unclear because it lacks inline citations. Please help improve this article by introducing more precise citations. (May 2021) (Learn how and when to remove this message) Boarding in ice hockey is a penalty called when an offending player pushes, trips or checks an opposing player violently into the boards (walls) of the hockey rink. In ice hockey, the boarding call is o...

Bandar Udara Internasional Taoyuan Taiwan臺灣桃園國際機場IATA: TPEICAO: RCTPInformasiJenisPublikPemilik/PengelolaTaoyuan International Airport CorporationMelayaniTaipei dan Taiwan UtaraLokasiDistrik Dayuan, Kota Taoyuan, TaiwanDibuka26 Februari 1979; 45 tahun lalu (1979-02-26)Maskapai penghubungChina AirlinesEVA AirMandarin AirlinesStarlux AirlinesTigerair TaiwanUNI AirKetinggian dpl33 mdplKoordinat25°4′35″N 121°13′26″E / 25.07639°N 121.22389�...

 

 

  فيسباسيان   فيسباسيان (البرازيل) فيسباسيان (البرازيل)  خريطة الموقع تاريخ التأسيس 27 ديسمبر 1948  تقسيم إداري البلد البرازيل  [1] التقسيم الأعلى ميناس جرايس  خصائص جغرافية إحداثيات 19°41′31″S 43°55′22″W / 19.691944444444°S 43.922777777778°W / -19.691944444444; -43.922777777778 ...

 

 

戈布雷希特银元美国面值1美元重量26.73–26.92克边缘锯齿纹花边成分 银占89.2%、铜占10.8%(1836年铸造的部分银元) 银占90%,铜占10%(1836至1839年铸造) 铸造年份1836至1859年正面图案坐姿自由女神设计师克里斯蒂安·戈布雷希特(根据托马斯·萨利所绘草图设计)设计时间1836背面图案正在飞翔的白头海雕设计师克里斯蒂安·戈布雷希特(根据提香·皮尔的草图设计)设计时间1836 ...

Schloss Herdringen, 2008 Schloss Herdringen im gleichnamigen Stadtteil von Arnsberg war Sitz der Freiherren von Fürstenberg und gilt als einer der bedeutendsten neugotischen Profanbauten in Westfalen. Das heutige Schloss wurde in den Jahren 1844 bis 1853 durch den Kölner Dombaumeister Ernst Friedrich Zwirner erbaut. Daneben bestehen weitere Bauten aus älteren Bauphasen wie etwa die barocke Vorburg. Mit dem Bau des neuen Schlosses wurde auch ein großer Landschaftspark angelegt. Inhaltsverz...

 

 

此條目需要补充更多来源。 (2013年12月25日)请协助補充多方面可靠来源以改善这篇条目,无法查证的内容可能會因為异议提出而被移除。致使用者:请搜索一下条目的标题(来源搜索:斯坦福·莱佛士 — 网页、新闻、书籍、学术、图像),以检查网络上是否存在该主题的更多可靠来源(判定指引)。 托马斯·斯坦福·莱佛士出生1781年7月6日 英屬牙買加莫兰特港(英语:Port...