ალისია ერერა რივერა 1928 წლის 12 მაისს, ვალპარაისოში დაიბადა. მისი თქმით, ზღვისპირ აქალაქიდან წარმომავლობამ ღრმა გავლენა იქონია მასზე. უყვარდა კითხვა, მუსიკა და სწავლა.[1]
სწავლობდა სანტიაგოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, რომელიც 1954 წელს დაამთავრა.[2] ერთი თვის შემდეგ ადვკატსა და სოციალისტ პოლიტიკოსზე, ალეხანდრო ხილიბერტო სეპედაზე დაქორწინდა.
1973 წელს ავგუსტო პინოჩეტის მიერ მოწყობილი გადატრიალების შემდეგ დიქტატორული რეჟიმი წნეხში აქცევდა და ერერა ეროვნული სადაზვერვო სამმართველოს აგენტებმა გაიტაცეს. საბოლოოდ, იძულებული გახდა, ევროპაში გადასახლებულიყო. სხვადასხვა დროს ცხოვრობდა რუმინეთში, აღმოსავლეთ გერმანიასა და ესპანეთში.
ჯილდოები
2000 წელს, როგორც თემის საპატიო პრეზიდენტს, ალისია ერერა რივერას შრომის სამინისტროს სოციალური სოლიდარობის სამოქალაქო ორდენის ვერცხლის ჯვრით დაჯილდოვდა.[3]
რჩეული ნამუშევრები
"La mujer, objeto y sujeto de culturización", Jornadas de feminismo socialista. Editorial Mariarce, Madrid. (1984)
"La mujer chilena ante el derecho". Araucaria de Chile. No. 30. Madrid. (1985)
სქოლიო
↑Herrera Rivera, Alicia. "I". Desde el Tejado. Memorias. CESOC. p. 21-22. (in Spanish)