ალექსანდრე კვალიაშვილი (დ. 25 აპრილი, 1895, სოფ. მოხისი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 6 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი რენტგენოლოგი, რენტგენოლოოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1947), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ბიოგრაფია
1920 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1938–1973 განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) რენტგენოლოგიის კათედრას. კვალიაშვილი შეისწავლიდა შინაგანი ორგანოებისა და ძვლოვანი სისტემის რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხებს. შეადგინა რენტგენოდიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (1963). იყო საქართველოს რენტგენოლოგთა და რადიოლოგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორდენითა და მედლებით. აღზარდა ქართველ რენტგენოლოგთა მრავალი თაობა.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში