ალექსანდრა ბერძენი (1870-1891)
ალექსანდრა ბერძენი (ბერძ. Αλεξάνδρα της Ελλάδας), აგრეთვე ცნობილია როგორც ალექსანდრა გიორგიევნა (რუს. Александра Георгиевна; დ. 30 აგვისტო, 1870, კორფუ, საბერძნეთი — გ. 24 სექტემბერი, 1891, მოსკოვი, რუსეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას უფროსი ქალიშვილი. მეფე კონსტანტინოს I-ის უმცროსი და. რუსეთის დიდ მთავარ პალვე ალექსანდროვიჩის მეუღლე და მისი ორი შვილის დედა.
ბიოგრაფია
ალექსანდრა დაიბადა 1870 წლის 30 აგვისტოს კორფუზე, საბერძნეთში. იგი იყო საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას რიგით მესამე შვილი და პირველი ქალიშვილი. ვინაიდან მამამისი დანიის მეფე კრისტიან IX-ის ვაჟი იყო, ალექსანდრას საბერძნეთთან ერთად დანიის პრინცესის წოდებაც ჰქონდა.
ალექსანდრას დედა, დედოფალი ოლღა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილიშვილი იყო და სურდა, რომ თავისი ქალიშვილები რუსეთში გათხოვილიყვნენ. ამ მიზნით ალექსანდრა 1889 წლის ივნისში, სანქტ-პეტერბურგში ცოლად შერთეს რუსეთის დიდ მთავარ პავლე ალექსანდროვიჩს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ძმას, იმპერატორ ალექსანდრე II-ისა და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას ნაბოლარა ვაჟს.
1890 წლის 18 სექტემბერს ალექსანდრამ თავისი პირველი ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ბებიის პატივსაცემად მარია დაარქვეს. მშობიარობიდან რამდენიმე თვეში იგი მეორედ დაორსულდა და შვიდ თვეში, მოსკოვში ვიზიტისას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბავშვის გაჩენა საშინლად გართულდა, თუმცა ალექსანდრამ 1891 წლის 18 სექტემბერს ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა. მშობიარობა იმდენად გართულდა, რომ ალექსანდრა კომაში ჩავარდა და ამ ამბიდან ექვს დღეში, 1891 წლის 24 სექტემბერს, 21 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თავდაპირველად იგი პეტერბურგში დაკრძალეს, თუმცა 1940 წელს მისმა ძმისწულმა, საბერძნეთის მეფე გეორგიოს II-მ იგი ათენში გადაასვენა და ტატოის სამეფო მავზოლეუმში, ოჯახის სხვა წევრების გვერდით დაკრძალა.
შვილები
- მარია (1890-1958), პირველად იქორწინა სოდერმანლანდის ჰერცოგ ვილჰელმზე, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი, მასთან განქორწინების შემდეგ კი ცოლად გაჰყვა პრინც სერგეი მიხაილოვიჩ პუტიატინს, რომელთანაც ასევე ერთი ვაჟი შეეძინა და მალევე მასაც გაეყარა;
- დიმიტრი (1891-1942), ცოლად შეირთო ამერიკელი ქალი ოდრი ემერი, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;
ლიტერატურა
- Mager, Hugo (1998). Elizabeth: Grand Duchess of Russia. Carroll and Graf Publishers Inc. ISBN 0-7867-0678-3
- Zeepvat, Charlotte (2004). The Camera and the Tsars: A Romanov Family Album. Sutton Publishing Inc. ISBN 0-7509-3049-7
საბერძნეთის პრინცესები |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა |
- ელენე, რუმინეთის დედა-დედოფალი
- ირენე, აოსტის ჰერცოგინია
- ეკატერინე
- ევგენია, რაძივილის პრინცესა
- ოლგა, იუგოსლავიის პრინცესა
- ელისაბედი, ტოირინგ-იეტენბახის პრინცესა
- მარინა, კენტის ჰერცოგინია
- მარგარიტა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
- თეოდორა, ბადენის მარკგრაფინია
- სესილია, ჰესენის დიდი ჰერცოგინია
- სოფია, ჰანოვერის პრინცესა
|
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა | |
---|
| V თაობა | |
---|
|
დანიის პრინცესები |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა | |
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
| IX თაობა | |
---|
| X თაობა | |
---|
| XI თაობა | |
---|
| XII თაობა | |
---|
| XIII თაობა | |
---|
| XIV თაობა | |
---|
| XV თაობა |
- ფეოდორა, შომბურგ-ლიპეს პრინცესა
- კაროლინა მატილდა
- ალექსანდრინა ლუიზა, კასტელ-კასტელის პრინცესა
- ელენე, რუმინეთის დედა-დედოფალი
- ირენე, აოსტის ჰერცოგინია
- ეკატერინე
- ევგენია, რაძივილის პრინცესა
- ოლგა, იუგოსლავიის პრინცესა
- ელისაბედი, ტოირინგ-იეტენბახის პრინცესა
- მარინა, კენტის ჰერცოგინია
- მარგარიტა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
- თეოდორა, ბადენის მარკგრაფინია
- სესილია, ჰესენის დიდი ჰერცოგინია
- სოფია, ჰანოვერის პრინცესა
|
---|
| XVI თაობა | |
---|
| XVII თაობა | |
---|
| XVIII თაობა |
- იზაბელა
- ჯოზეფინა
- ათენა
- მარია ოლიმპია
|
---|
|
რუსეთის დიდ მთავართა მეუღლეები |
---|
| I თაობა | |
---|
| II თაობა | |
---|
| III თაობა | |
---|
| IV თაობა | |
---|
| V თაობა | |
---|
| VI თაობა | |
---|
| VII თაობა | |
---|
| VIII თაობა | |
---|
|
|
|