ალბანეთის ქალქების სია გადმოცემული ალბანეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მიერ. ალბანეთის დედაქალაქია ტირანა. ის წარმოადგენს უდიდეს ქალაქს და ალბანეთის ყველაზე მსხვილ სამრეწველო და ეკონომიკურ ცენტრს. სიდიდით მეორე ქალაქია საპორტო ქალაქი დურესი. გარდა ამისა, არსებობს მცირე ქალაქები, რომლებიც შიდა ადმინისტრაციულ მცირე ერთეულებად არ იყოფიან.
2000-ან წლებამდე ალბანეთის ქალაქები ინარჩუნებდა ძველ იერ-სახეს. 2009 წელიდან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფინანსებითა და თანამონაწილეობით დაიწყო მათი ყოველმხრივი განახლება, მათ შორის ქუჩაში მოძრაობის ნიშნების დადგმა.