ალაედინ ქეიყუბადი, აგრეთვე ცნობილი როგორც ქეი-ყუბად I (სპარს. علاء الدين كيقباد بن كيكاوس; თურქ. I. Alâeddin Keykûbad; დ. ?; გ. 1239) — აზიის სელჩუკთა სახელმწიფოს რუმის სულთანი 1219-1239 წწ. მის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ალაედინ ქეიყუბადმა დალაშქრა ყივჩაყთა ქვეყანა, ყირიმი, კილიკიის სომხეთი, შეიერთა აღმოსავლეთ ანატოლიის მიწა-წყალი. მონღოლთა შემოსევების შედეგად დასუსტებულ საქართველოს წაართვა რამდენიმე ციხე-ქალაქი. ებრძოდა ხვარაზმელებს, მონღოლებსა და ბიზანტიელებს. 1220 წელს სავაჭრო ხელშეკრულება დადო ვენეციასთან. 1239 წელს ალაედინ ქეიყუბადი ტახტიდან ჩამოაგდო და მოწამლა მისმა შვილმა ყიასედინ ქაიხოსრომ.
ლიტერატურა
რუმის სულთნები (1077–1307) |
---|
| |
|