ალ-ჰირა (არაბ. الحيرة) — ანტიკური ქალაქის ნანგრევები, რომელიც მდებარეობდა კუფადან სამხრეთით, დღევანდელი ერაყის ტერიტორიის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილში.
ისტორია
ალ-ჰირა ისლამიზაციამდელ არაბების ისტორიაში მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. V-VI საუკუნეებში ის იყო ლახმიდების დედაქალაქი. XI საუკუნემდე ალ-ჰირა ქრისტიანული გავლენის ქვეშ იყო და სირიის აღმოსავლეთის ეკლესიის ეპარქიას წარმოადგენდა. 633 წელს ალყის შემდეგ ქალაქი დაიპყრეს მართლმორწმუნე ხალიფებმა, საიდანაც იწყება ალ-ჰირას გამუსლიმანების და შემდგომ დაცემის ისტორია.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Andreas Götze: Eine Religion fällt nicht vom Himmel, die ersten Jahrhunderte des Islam, Kap. 3, Seite 109-111: Al Hira, WGB Verlag, Darmstadt, 4. Aufl. 2012, ISBN 978-3-534-26378-3