აბუ აბდ ალაჰ მუჰამად იბნ ჯაბირ იბნ სინან ალ-რაქი ალ-ჰარანი ას-საბი ალ-ბათანი, შემოკლებით ალ-ბათანი (დ. 858, ჰარანი — გ. 929, სამარა) — შუა საუკუნეების არაბი ასტრონომი და მათემატიკოსი. შუა საუკუნეების ევროპაში იგი ცნობილი იყო ლათინირებული სახელით ალბატეგნიუსი (ლათ. Albategnius).
განავითარა მეცნიერება ტრიგონომეტრიული ფუნქციების შესახებ – სინუსი, კოსინუსი, კოტანგესი. დაადგინა რომ მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხე შეიძლება განისაზღვროს ერთი კათეტის მეორესთან შეფარდებით. დაადგინა ტრიგონომეტრიული დამოკიდებულება, რომელიც არსებითად კოსინუსების თეორემას წარმოადგენს.
ალ-ბატანიმ ჩაატარა მრავალი ასტრონომიული დაკვირვება რაქასა და დამასკოში 877-919 წლებში, შეადგინა „საბეან ზიჯი“ (არაბ. الزيج الصابئ) მათი შედეგების საფუძველზე. უფრო ზუსტად, ვიდრე პტოლემე, მან დაადგინა ეკლიპტიკის დახრილობა ეკვატორთან მიმართებაში - 23°35′41″, ხოლო ბუნიობის წინსვლა — 54,5″ წელიწადში, ანუ 1° 66 წელიწადში. მათემატიკურ ნაწილში ალ-ბათანიმ აღწერა სფერული სამკუთხედების გამოთვლის მეთოდები, რომლებიც მოგვიანებით შემუშავდა სხვა მათემატიკოსებმა ისლამური ქვეყნებიდან.
ალ-ბათანიმ ასევე დაწერა „ტრაქტატი ქიბლას აზიმუტის შესახებ“, „ტრაქტატი ზეციურ სხეულებამდე მანძილების შესახებ“ და მრავალი ასტროლოგიური ნაშრომი.
ალ-ბათანიმ ასევე მოახერხა მზის წლის გამოთვლა და მისი მონაცემები თითქმის მთლიანად ემთხვევა თანამედროვეებს (მხოლოდ 24 წამის ცდომილებით).
ალ-ბატანის „ზიჯი“ ლათინურად თარგმნა პლატონმა ტივოლიელმა 1116 წელს. მან დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ ასტრონომიაზე, მათ შორის გეორგ პურბაზე, რეგიომონტანუსა და ნიკოლაუს კოპერნიკზე.
ალ-ბატანის პატივსაცემად მთვარის ხილულ მხარეზე ერთ-ერთ კრატერს ეწოდა მისი სახელი — ალბატეგნიუსი.
ლიტერატურა
- Колчинский И. Г., Корсунь А. А., Родригес М. Г. Астрономы: Биографический справочник. — 2-е изд., перераб. и доп. — Киев: Наукова думка, 1986. — 512 с.
- Матвиевская Г. П., Розенфельд Б. А. Математики и астрономы мусульманского средневековья и их труды (VIII—XVII вв.). В 3 т. — М.: Наука, 1983.
- Матвиевская Г. П. Очерки истории тригонометрии. — Ташкент: Фан, 1990.
რესურსები ინტერნეტში
მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
სქოლიო